Apple უარს იტყვის პარიზულ Apple Expo-ში მონაწილეობაზე?

მიხედავად იმისა, რომ მის სახელს გამოფენის სახელწოდებაში იყენებენ, კუპერტინოული კომპანია, როგორც ჩანს, არ მიიღებს მონაწილეობას Apple Expo–ში, რომელიც წელს პარიზში 17-20 სექტემბერს გაიმართება.

გამოფენის ვებ–საიტზე, რომელსაც ამჯერად Apple Expo Remix ’08 ეწოდება, ამერიკული კომპანიის ხსენებაც არ არის. ელიან, რომ გამოფენის ორგანიზატორი კომპანია Reed Expositions უახლოეს დღეებში გაახმაურებს Apple–ის გადაწყვეტილებას, შოუში მონაწილეობაში უარის შესახებ.

ბოლო წლებში Apple Expo–ს წარუმეტებლობა სდევდა: 2005 წელს სტივ ჯობსმა, ჯანმრთელობის გაუარესების გამო, ვერ გააკეთა საკვანძო მოხსენება, რომელიც ტრადიციულად ღონისძიების მთავარ ელემენტს წარმოადგენდა, 2006 წელს მოხსენება ვერ გაკეთდა WWDC–ის ტრადიციული ივნისიდან აგვისტოში გადატანის გამო, და ბოლოს, გასულ წელს Apple–მა უკანაკნელ წამებზე გააუქმა პარიზის გამოფენაზე iPhone–ის პრეზენტაცია.

„Apple–ის არყოფნა მეტად სამწუხარო სიახლეა, გამოფენას წელს 25 წელი უსრულდება – წერს MacGeneration–ის მიმომხილველი კრისთოფ ლაფორტე (Christophe Laporte) – უკვე ძნელი წარმოსადგენია 2009 წლის Apple Expo.“

წყარო: MacGeneration