Skip to content

დღეს Greenpeace-მა თავისი რეიტინგის „მწვანე ელექტრონიკის“ ახალი ვერსია გამოაქვეყნა. მასში ბევრად უფრო მკაცრი კრიტერიუმებია გამოყენებული. ორგანიზაციამ გაამკაცრა ელექტრონული ნარჩენების უტილიზაციის და მავნე ქიმიური ელემენტების გამოყენების მოთხოვნები. ამასთან, აწი სასათბურე აირების გამობოლქვის საწინააღმდეგო პროგრამებში მონაწილეობაც გაითვალისწინება.

ახალ რეიტინგში მხოლოდ ორმა კომპანიამ Sony Ericsson–მა და Sony–მა დააგროვეს 10 შესაძლებლიდან 5–ზე მეტი ქულა. კომპანია Apple რამდენიმე პოზიციით დაქვეითდა. მიზეზად ძველი კომპიუტერების დაბრუნების და გადამუშავების პრობლემები იქცა. კიდევ, კომპანია Apple–მა უარი უთხრა გრინფისს მოთხოვნილი დოკუმენტების წარდგენაზე.

დადებით ფაქტორთაგან აღინიშნა Apple–ის პროდუქციაში მავნე, ტოქსიკური ელემენტების გამოუყენებლობა და ენერგიის ეკონომია.

კომპანია Apple–მა მნიშვნელოვნად გაზარდაახალი iPhone 3G–ის შეკვეთა. FBR Capital Markets–ის ანალიტიკოსის, ქრეიგ ბერგერის სიტყვებით, კომპანიამ 15 მილიონზე მეტი ახალი და 2 მილიონი წინა თაობის ტელეფონი შეუკვეთა.

ანალიტიკოსის ვარაუდი iPhone–ის კომპონენტების მწარმოებლების გამოკითხვის შედეგებს ეფუძნება. შეკვეთების ამგვარი ზრდა ძალზედ მომგებიანია მრავალი კომპანიისთვის, კერძოდ iPhone–ის კომპონენტების მწარმოებლებისთვის, მაგალითდ Broadcom–ისთის და Marvell–ისთვის.

ბერგერისვე აზრით, კომპანიამ 15%–ით გაზარდა iPod–ების შეკვეთა.

დღეს განახლდა Apple–ის პროდუქტების გზამკვლევი. პროგრამის ახალი ვერსია AppleTap 1.4 შეცვლილია:

  • ახალი ხატულა
  • ჩანართ Featured–ში გაჩნდა დამატებითი ინფორმაცია მდგომარეობის შესახებ
  • Apple–ის გვერდზე დაემატა ახალი პარამეტრი Guided Tour, პროდუქტისა და YouTube მომსახურების
  • ვიდეომიმოხილვა
  • განყოფილება Pictures–ში დაემატა რამდენიმე გამოსახულება
  • ყველა აპარატისთვის 3 გამოსახულება
  • დაემატა მითითებული წლის მიხედვით გამოგონებების ნახვა
  • Google search კვლავინდებურად ერთ სიტყვაზე მუშაობს

რეპოზიტორიუმი: http://modmyifone.com/installer.xml

iWol - ეს არის iPhone–ის ბრწყინვალე დამატება, რომელიც Wake-on-LAN ფუნქციას - დაშორებული კომპიუტერის ლოკალური ქსელით კავშირს ახორციელებს. ისინი, ვისაც ამგვარი რამ არ გსმენიათ, ეწვიეთ
ამ საიტს.

პროგრამა გენიალურად მარტივია. მისი გაშვების შემდეგ უნდა შეიყვანოთ სახელი, DNS, Mac-მისამართი, პორტი და დაუშვათ სიგნალების გადაცემა. ამის შემდეგ შეგიძლიათ „გააღვიძოთ“ თვენი კომპიუტერი iPhone–ზე ერთი დაჭერით. iWol შეგიძლიათ ნახოთ რეპოზიტორიუმზე iSpazio (შედის Community Sources–ში)

კომპანია О2–მა, რომელიც Apple iPhone–ებს აწვდის გაერთიანებულ სამეფოს, მიუბმელი ტელეფონის ფასები გაავრცელა. £299.99 ეღირება 8 გბ–იანი 3G iPhone, £359.99 – 16 გბ–იანი 3G iPhone. ფასში შედის მობილური ქსელით და wi-fi–ს წვდომის წერტილებიდან მონაცემთა ულიმიტო გადაცემა. 6 თვის შემდეგ, კომპანიის მიერ მიწოდებული ამ პაკეტის ღირებულება თვეში £10 ეღირება.

ფასი სავსებით მისაღებია, მით უმეტეს, რომ 18 თვიანი სავალდებულო კონტრაქტიანი, სუბსიდირებული iPhone–ის ღირებულება £269.99–ს შეადგენს.

საინფორმაციო სააგენტო Reuters–ის სიტყვებით, კომპანია Telefonica გაყიდის Apple iPhone–ს ერთდროულად 16 ქვეყანაში, მათ შორის ლათინოამერიკულ ქვეყნებში (არგენტინა, ბრაზილია, კოლუმბია, ჩილე, ეკვადორი, გვატემალა, ნიკარაგუა, პანამა, პერუ, ურუგვაი და ვენესუელა) და ჩეხეთში. ოფიციალური წარმომადგენლის სიტყვებით, კომპანია დამატებით 500 მილიონი ახალი მომხმარებლის გადმობირებას აპირებს. მნიშვნელოვანია, რომ ტელეფონი არ იქნება ოპერატორზე მიბმული.

ამას წინათ Telefonica–მ განაცხადა, რომ 11 ივლისიდან დაიწყებს iPhone–ის გაყიდვებს ესპანეთში. დღესდღეობით Telefonica აწვდის „ვაშლოფონებს“ დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიას თვისი განყოფილების O2–ის მეშვეობით.

PowerTool - ეს არის springboard–ის და მთლიანად ტელეფონის გადასატვირთი კიდევ ერთი დამატება. პროგრამის გაშვების შემდეგ იხილავთ რამდენიმე პარამეტრს: Set Language - iPhone–ის გადატვირთვა დაბლოკილ ეკრანში გადაყვანის გარეშე,Restart SpringBoard - SpringBoard–ის გადატვირთვა მისი დაბლოკილ ეკრანში გადაყვანით, Reboot - ეკრანის ლოგოდან ჩატვირთვა.

დამატების ტესტირებისას დეფექტები არ გამოვლენილა. PowerTool–ს წააწყდებით რეპოზიტორიუმში iSpazio (Community Sources)

ვებ-საიტის AppleInsider ინფორმაციით, iPhone-ის ოს-ის ახალ ვერსიაში გაჩნდება მონაცემტა წაშლის უსაფრთხო მეთოდი. ფოტოზე ნაჩვენებია წაშლის ძველი და ახალი მეთოდების შედარება.

AppleInsider-ის ინფორმაციით, ინფორმაციის სრული წაშლის პროცედურა დაახლოებით ერთი საათი გაგრძელდება.

წყარო: AppleInsider

MyBattery - ეს არის მცირე ზომის დამატება, რომელიც აკუმულატორის დამუხტულობას გიჩვენებთ. მონაცემები პროცენტული შეფარდებით აისახება, განახლება ყოველ 10 წამში ხდება. ზოგჯერ ეს ინფორმაცია მეტად სასარგებლოა, არის შემთხვევები, როდესაც ეკუმულატორში დარჩენილი ენერგიის რაოდენობის ზუსტად განსაზღვრა დაგჭირდებათ.

რეპოზიტორიუმი: http://modmyifone.com/installer.xml

დღეს Community Sources–ის რეპოზიტორიუმების ნაკრები 3.85 ვერსიამდე განახლდა, რომელშიც შეიცვალა ბმული BigBoss რესურსზე.

პრობლემები რომ არ შეგექმნათ, კარგად მოთელეთ ეს „რეპო“. წარმატებები!