Apple-მა Mac OS X 10.5.3-ის ახალი სატესტო ვერსია გამოუშვა

უახლოეს მომავალში საოპერაციო სისტემა Mac OS X Leopard–ის ნალოდინევი ახალი ვერსია – 10.5.3 შეიძლება გამოვიდეს. გასული კვირის ბოლოს Apple–მა ტესტერებს გაუგზავნა განახლების მორიგი წინასწარი ვერსია 9D34, რომლის თანმხლებ დოკუმენტაციაში მხოლოდ ერთი შესწორებაა მითითებული, ხოლო ცნობილი პრობლემების სია სულაც ცარიელია, იტყობინება Apcmag.

მიუხედავად იმისა, რომ თებერვალში გამოსულმა Leopard–ის წინა განახლებამ – Mac OS X 10.5.2, საოპერაციო სისტემის სადებიუტო, ოქტომბრის რელიზში აღმოჩენილი მრავალი დაუმუშავებელი ნიუანსი გაასწორა, მომხმარებლები კვლავინდებურად აწყდებიან სხვადასხვა პრობლემებს, რომლებიც საოპერაციო სისტემის ადრეულ ვერსიებში გარდაუვალია. ანონიმურ შემქმნელებზე დაყრდნობით Apcmag–ს მოჰყავს
მომავალ განახლებებში შესწორებების სია, რომელიც ორასზე მეტ პუნქტს შეიცავს. კომპანია სთხოვს ტესტერებს განსაკუთრებული ყურადღება შემდეგი კომპონენტების მუშაობაზე გაამახვილონ: Audio Applications, Video Applications, 802.1X, Active Directory/Directory Services, AirPort, Back To My Mac, Graphics, Installer, Mail, Spaces, Time Machine.

განახლების უახლოეს მომავალში გამოსვლის კიდევ ერთ საბაბს მომავალი ღონისძიება – WWDC 2008 კონფერენცია წარმოადგენს, რომელიც 9 ივნისს სან–ფრანცისკოში აიღებს სტარტს.

წყარო: Apcmag

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *