თამაშები App Store-ში

თამაშების შემქმნელები მოუთმენლად ელიან, როდისღა გაუშვებს Apple თავის ახალ სერვისს App Store, რათა გაახარონ iPhone–ის რიგითი მომხმარებლები საკუთრი ქმნილებებით. ცოტა ხნის წინ ანონსირებულმა რამდენიმე თამაშმა სერიოზულად დააფიქრა Sony PSP–ს და Nintendo–ს მოყვარულები იმაზე, თუ რა სწრაფად ვითარდება iPhone და არც ისე შორსაა ის დღე, როდესაც ამ უკლავიატურო მოწყობილობის თამაშები ყველაზე უფრო პრეტენზიულ გეიმერებსაც კი აღფრთოვანებს. მოდით ვნახოთ რით გაგვახარებს App Store:

Kingdom Lores: სათავგადასავლო 3D-ფენტეზი iPhone–ისთვის

ბრწყინვალე სამგანზომილებიანი თამაში, მშვენივრად გათვლილი გრაფიკით, ლამაზი ლანდშაფტით და დეტალიზებული ურჩხულებით. ამოირჩიეთ გმირი და ხოცეთ მტერი, შეაგროვეთ საგანძური და დატკბით რეალისტური ბუნების პეიზაჟებით. არ დაგავიწყდეთ სასიცოცხლო ძალის ინდიკატორისთვის, არჩეული ძალისთვის და ა.შ. თვალყურის დევნება.

Balls of Steel – თამაში, რომელიც საჰაერო ჰოკეის მოგაგონებთ. თამაშის აზრი მოწინააღმდეგის „კარში“ ფოლადის შაიბების შეგდებაა. ბრწყინვალე კომპიუტერული გრაფიკა, კარგად გათვლილი ინტერფეისი, სირთულის განსხვავებული დონეები, მრავალი პარამეტრი, მშვენიერი ხმა, თამაშს iPhone–ის ნამდვილ შედევრად აქცევს.

Bubble Space

უკიდურესად წარმტაცი თამაში 5 განსხვავებული რეჟიმით, რეალისტური ფიზიკური მოდელით და საუკეთესო შედეგების სახალხო საპატიო დაფით. თამაშის მიზანს სათამაშო მინდორზე განლაგებული ერთი ფერის ბურთულების შეზღუდულ დროში აფეთქება წარმოადგენს. როგორც კი ბურთულების პარტიას გაანადგურებთ, ზემოდან ახალი ბურთულები ჩამოცვივა. ყველაფერი ძალიან მარტივი, მაგრამ უსაზღვროდ საინტერესოა.

Blackjack 21 – პოპულარული ბანქოს თამაშის რეალიზმით აღსავსე სიმულიატორი თქვენი iPhone/iPod–ისთვის. კარგად გათვლილი ანიმაცია და მაღალი ხარისხის გრაფიკა არა მარტო Blackjack–ის მოყვარულებს გაახარებს. თამაშის მიმდინარეობა უმაღლესი დონისაა.

Cardrenaline – ენთუზიასტების ჯგუფის მიერ შექმნილი მშვენიერი 3D-რბოლები iPhone–ისთვის. შემქმნელების სიტყვებით, იგი თავის კლასში ამ ტელეფონისთვის საუკეთესო თამაშს წარმოადგენს. მათ მხოლოდ ეკრანის ანაბეჭდი წამრმოადგინეს, მაგრამ ირწმუნებიან, რომ თამაში App Store–ში იქნება მისი გაშვებისთნავე.

აი სულ რამდენიმე თამაშის აღწერა, მაგრამ თუკი გავიხსენებთ, რომ EA–მ და Gameloft–მა iPhone–ისთვის ახალი თამაშების გამოშვების სურვილი გამოთქვეს, შეიძლება ერთდერთი ითქვას – გულს უხარია.