Apple-მა გამოაქვეყნა WWDC 2008 კონფერენციის მოვლენათა სრული განრიგი

Apple–მა საიტზე გამოაქვეყნა შემქმნელთა კონფერენციის მიმდინარეობის განრიგი. ის შედგენილია 5–ვე დღეზე (9-13 ივნისი). WWDC-ის ყველა სესია და ღონისძიება მკვეთრად გაყოფილია დღეების, საათების, გამართვის ადგილისა და განსახილველი თემების მიხედვით (Mac, iPhone, IT და ა.შ.). საიტზე შესვლისა და რომელიმე მოვლენაზე დაწკაპუნების შემდეგ, მიიღებთ სრულ ინფორმაციას მის შესახებ.

Worldwide Developers Conference 2008 სან–ფრანცისკოში წარმოადგენს 150–ზე მეტ სესიას. თუ კი დღემდე არ დაგიჯავშნიათ ადგილები კონფერენციაზე, ნუღა ეცდებით, ყველა ბილეთი გაყიდულია.

#