iPhone 3G — გაყიდვების სტარტი WWDC-ს დასრულებისთანავე

ქსელში გავრცელდა ჭორების ახალი პორცია, Apple–ის მიერ iPhone მობილურების ახალი ვერიის გამოშვების თაობაზე. როგორც კომპიულენტა იტყობინება, მესამე თაობის (3G) ქსელების მხარდაჭერის მქონე iPhone, შესაძლოა 9 ივნისს, ყოველწლიური კონფერენციის Apple Worldwide Developers Conference (WWDC) გახსნაზე წარმოადგინონ.

რამდენიმე ქსელურ რესურსზე ერთდროულად გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ iPhone მობილურს 3G–ის მხარდაჭერით Apple–ის ხელმძღვანელობა WWDC 2008–ზე გამოსვლისას წარმოადგენს. ასევე ვრცელდება ინფორმაცია, რომ სიახლე გაყიდვაში ანონსიდან დაახლოებით 10 დღეში გამოჩნდება. ანუ, თუკი არსებულ მონაცემებს დავუჯერებთ, მთელ რიგ რეგიონებში iPhone–ის ახალი ვერსიის ყიდვა უკვე 18-19 ივნისს იქნება შესაძლებელი.

ასევე იტყობინებიან, რომ iPhone–ის ახალი ვერსიის გამოშვების შემდეგ, კომპანია Apple აღარ დააწესებს ფიქსირებულ ფასებს მობილურზე. შესაბამისად ოპერატორებს შეეძლებათ თავად გადაწყვიტონ, რა ფასად მიყიდონ ტელეფონი კლიენტებს.