AT&T: iPhone — მომგებიანია ჩვენთვის!

New York Times იტყობინება, რომ სააგენტო Rubicon Consulting–ის მიერ ჩატარებული საველე გამოკვლევების შედეგებით, აშშ–ში iPhone–ის მომხმარებელთა თითქმის ნახევარმა შეიცვალეს მობილური ოპერატორი, რათა ამ ტელეფონით სარგებლობა შესძლებოდათ. ამასთან iPhone–ის შეძენის შემდეგ, საშუალო მომხმარებლის მობილური კავშირგაბმულობის თვიური ხარჯი 19$–ით გაიზარდა.

iPhone–ის მომხმარებელთა ვეებერთელა არმიის გათვალისწინებით, ცალსახაა, რომ Apple–თან გარიგება მეტად მომგებიანია AT&T–ისთვის.

კიდევ ერთი საინტერესო ფაქტი – iPhone–ის მომხმარებელთა დაახლოებით 36% იმავდროულად იყენებს მეორე ტელეფონს და როგორც წესი იგი კომუნიკატორი BlackBerry–ია.

ორი ტელეფონის ერთდროული გამოყენება არ წარმოშობს მომხმარებლისთვის შესამჩნევ უხერხულობას.