iPhone იტალიაში ნებისმიერ ოპერატორთან იმუშავებს?

Apple iPhone-ის იტალიაში გაყიდვას უახლოეს ხანში უნდა ველოდოთ, გვატყობინებს la Repubblica.

სანდო წყაროებზე დაყრდნობით ცნობილი გახდა, რომ შესაბამისი ხელშეკრულება Telecom Italia-სთან გაფორმდა კუპერტინოში გასულ კვირას. გამორიცხული არაა, რომ იტალიაში უკვე მესამე თაობის მხარდაჭერის მქონე ტელეფონი გამოვა გაყიდვაში.

თუმცა უფრო საინტერესოდ ჟღერს სხვა, აგრეთვე დაუდასტურებელი ინფორმაცია: იტალიაში Apple-ს გადაწყევტილი აქვს აწარმოოს ფასწარმოქმნის აბსოლუტურად ახალი სქემა. la Repubblica-ს მონაცემებით, კომპანია აპირებს გაყიდოს ტელეფონები კონტრაქტის გაფორმების აუცილებლობის გარეშე (ანუ ნებისმიერ ქსელში მუშაობის შესაძლებლობით), მაგრამ უფრო მაღალ ფასად, ვიდრე სხვა ევროპულ ქვეყნებში. ანალოგიური გამოცდილება გააჩნია კომპანიას საფრანგეთში, თუმცა იქ შესაძლებელია უფრო იაფად ტელეფონის შეძენა, მაგრამ ერთ ოპერატორთან მიბმის ვალდებულებით. უნდა აღინიშნოს, რომ იტალიაშიც გამოყენებული იქნება ფრანგული მეთოდი, ანუ ტელეფონი მარტო იტალიურ ქსელებში იმუშავებს.

წყარო: la Repubblica