Safari პოპულარული ხდება

კომპანიამ StatCounter გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ბრაუზერი Safari სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. მისმა წილმა მობილური ბრაუზერების ბაზარზე აშშ-ში დეკემბრიდან ვიდრე დღემდე მოიმატა 64%-ით.

ამასთან მსოფლიო ბაზრის წილმაც იმატა — 0,03%-დან 0,08%-მდე.აღნიშნულ პერიოდში აშშ-ში ბაზრის წილი გაიზარდა 0,14-დან 0,23%-მდე.

ამან Apple-ის ტელეფონს საშუალება მისცა გამხდარიყო ინტერნეტში ყველაზე მოსახმარ მოწყობილობად. გლობალურ ბაზარზე ლიდერობს Nokia — მის web-ბრაუზერს იყენებენ მომმხარებელთა 0,25% . iPhone-ის წილი აქ არის 0,08%.