Sun მაინც გეგმავს დააყენოს JVM iPhone-ში

კომპანია Sun-ი აპირებს აწარმოოს მოლაპარაკებები Apple-თან iPhone-ში Java-მანქანის დაყენებასთან დაკავშირებით, რაც შესაძებლობას მოგვცემს გავუშვათ Java-პროგრამები ამ ტელეფონზე.

Sun Inc.-ის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ მომენტისათვის სერიოზული მიზეზები ასეთი ოპერაციის ჩატარებისათვის არ არსებობს.

„რას ფიქრობს ამის შესახებ თვითონ Apple-ი — ამის გარკვევა გვინდა. ჯერ-ჯერობით ჩვენ გვაქვს ყველანაირი საჭირო ტექნოლოგია, რათა დავიწყოთ Java Virtual Machine -ის iPhone-ზე პორტირება და ჩვენ ვგეგმავთ ამის გაკეთებას მაქსიმალურად მოკლე დროში“, — დაამატა ერიკ კლეინმა.