BBC-ის სერვისში iPlayer გასწორებულია შეცდომა, რომელიც iPhone-თან იყო დაკავშირებული

BBC-იმ გაასწორა თავისი სერვისის iPlayer-ის შეცდომა, რომელიც მომხმარებელებს საშუალებას აძლევდა ჩამოეტვირთათ ტელეშოუ, შეენახათ და მუდმივად ეყურათ .

URL-მისამართის მცირედი შეცვლით, მომხმარებელს შეეძლო შეცდომაში შეეყვანა BBC iPlayer-ი, ვითომდა წვდომა განხორციელებულია Safari-ს მობილური ვერსიიდან. მაშინ როდესაც ეს მოწყობილობა მხოლოდ ნახვის საშუალებას იძლევა, იგივე ვიდეონაკადების ჩვეულებრივ ბრაუზერში გახსნით შესაძლებელი ხდება მათი შენახვა ფაილში.

PC-ის მომხმარებლებს კანონიერად შეუძლიათ შეინახონ ვიდეო iPlayer-ის მეშვეობით,მაგრამ ამ შემთხვევაში მოქმედებს DRM-ის შეზღუდვა, რომელიც კრძალავს შიგთავსის 7 დღის შემდეგ ნახვას.

წყარო: iPodNN