Lionsgate მიუერთდა Digital Copy for iTunes ინიციატივას

კინოკომპანიამ Lionsgate განაცხადა იმის შესახებ, რომ ის მუშაობს Apple-თან ერთად იმაზე, რომ კინოფილმების ცალკეული რელიზები DVD- და Blu-Ray დისკებზე შეიცავდენენ აგრეთვე ასლებს Apple TV-ისათვის, iPod-ისათვის, iPhone-ისათვის ან ნებისმიერი კომპიუტერისათვის iTunes-ით. პირველი კინოკომპანია, რომელმაც მხარი დაუჭირა Apple Digital Copy for iTunes ინიციატივას გახდა Twentieth Century Fox.

Lionsgate-ის პირველი რელიზი, რომელიც აღნიშნულ ინიციატივას დაეფუძნება , იქნება „რემბო“.

DVD დისკის შეძენისას, მომხმარებელს შეეძლება მისი განთავსება კომპიუტერის დისკწამყვანში, iTunes-ში სპეციალური კოდის შეყვანა და ფილმი ავტომატურად დაკოპირდება ბიბლიოთეკაში. ციფრული ასლი შეიძლება ჩაიტვირთოს მხოლოდ ერთ ბიბლიოთეკაში.

წყარო: Lionsgate