პირველი თამაში iPhone-ისათვის EA-სგან სექტემბერში გამოვა

iPhone SDK-ს შესაძლებლობების ერთ-ერთი ილუტრაცია გახდა თამაშის Spore დემონსტრაცია, რომელიც შექმნილია Electronic Arts-ის „მობილური დეპარტამენტის“ მიერ.

ინტერვიუში Engadget-თან Electronic Arts-ის წარმომადგენლებმა გვაცნობეს ზოგიერთი დეტალი Spore-თან დაკაშირებით და თავისი გეგმების შესახებ iPhone-თან მიმართებაში. მათი განცხადებით, Spore-ი, რომელიც სექტემბერში გამოვა, iPhone-ისათვის გახდება პირველი თამაში, უცხო კომპანიის მიერ გამოშვებული, თუმცა Electronic Arts-ი ეხლა უკვე მუშაობს რამდენიმე თამაშზე და აქტიურად იყენებს iPhone SDK-ს. კომპანიას ძალიან მოსწონს თაჩსქრინი და სივრცული მდებარეობის განმსაზღვრელი, რომლებიც ძალიან მოსახერხებელია Spore-ში სათამაშოდ. Electronic Arts-ი ძალიან კმაყოფილია Apple-თან თანამშრომლობით.

„ანიმაციური ტექნოლოგიები, რომლებიც გამოიყენება iPhone-ში, შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ შესანიშნავი თამაშობები, — განაცხადა Electronic Arts-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ რიჩიტელომ (John Riccitiello). — ჩემი აზრით, iPhone-ის მფლობელები გაოგნებული დარჩებიან იმ თამაშებით, რომლებსაც ჩვენ შევქმნით ამ პლათფორმისათვის“.

წყარო: Engadget