iPhone-ის 2.0 განახლებაში დაემატება PowerPoint-ის მხარდაჭერა

iPhone 2.0-ში, რომლის გამოსვლაც დაგეგმილია ამ წლის ივნისისათვის, საფოსტო პროგრამას Mail დაემატება ახალი შესაძლებლობა, გვატყობინებს Apple-ის პრეს-რელიზი. Apple-ის პროგრამისტებმა როგორც იქნა ყურად იღეს მომხმარებელთა თხოვნა და გადაწყვიტეს დაამატონ PowerPoint-ის მხარდაჭერა.

ამ მომენტისათვის მხარდაჭერილია მხოლოდ Word და Excel. Mail-ის კიდევ ერთი სიახლე იქნება ერთდროულად რამდენიმე მონიშნული შეტყობინების გადაადგილება ან წაშლა.