iPhone SDK შიგნიდან: არანაირი აქსესუარები

iLonge-ი გვატყობინებს, რომ მათ შეძლეს iPhone SDK-ს ნახვა შიგნიდან და გაიგეს რამდენიმე საინტერესო მომენტი. მათ შორის – შეზღუდვები, რომლებიც შეექმნებათ პროგრამისტებს. მათ არ შეუძლიათ დაწერონ პროგრამა, რომელშიც ასეთუისე ამოქმედებული იქნება დამატებითი აქსესუარების გამოყენების ინტერფეისი. ეს ნიშნავს, რომ არანაირ GPS-კონექტორზე (ან რაიმე მსგავსი) საუბარიც ზედმეტია. შესაძლოა ხელმისაწვდომი იქნება კამერა, Wi-Fi და უშუალოდ ტელეფონი.

რაც შეეხება iTunes, როგორც ჩანს იგი გახდება პროგრამების გადმოწერის ძირითადი კვანძი. თუ თქვენ ხართ ავტორი და გსურთ პროგრამის რეალიზაცია, ეს უნდა მოხდეს iTunes-ის დახმარებით.

აი, ასეთი ამბებია მეგობრებო! :(