ვოზნიაკმა გაგვიზიარა თავისი შთაბეჭდილებები

Apple-ის თანადამფუძნებელმა სტივ ვოზნიაკმა ჩაატარა მცირე პრეს-კონფერენცია ავსტრალიერი ჟურნალისტებისატვის, რომლის დროსაც მოგვითხრო საკუთარი აზრები Apple-ის პროდუქტებთან დაკავშირებით.

ვოზნიაკმა მოყვა, რომ იგი გააკვირვა ჯობსის სიტყვებმა იმის შესახებ, რომ თურმე მთავარი წინააღმდეგობა iPhone-ში მესამე თაობის ქსელების მხარდაჭერაში ყოფილა ტელეფონის ავტონომიური მუშაობის დრო. „ჩემი 3G-ტელეფონები მუშაობენ არანაკლებს, ვიდრე 2G, — განაცხადა ვოზნიაკმა. — შესაძლოა მე ვცდები, შესაძლოა რამეს არ მივაქციე ყურადღება, მაგრამ არა მგონია, რომ ავტონომიური მუშაობის ხანგძლივობა არის მთავრი მიზეზი 3G-ს არარსებობისა iPhone-ში“.

რაც შეეხება ახალ პორტატულ კომპიუტერს, MacBook Air-ს, ვოზნიაკს იგი მოსწონს, თუმცა არ არის დარწმუნებული, რომ ასეთი მოწყობილობა მისი ცხოვრების წესისათვის მისაღები იქნება: „მე მომწონს MacBook Air-ი. თუმცა მას არ აქვს ის ფუნქციები, რომლებსაც მე მივეჩვიე. მე ხშირად ვიწერ DVD-ს, ვუყურებ ფილმებს გადაფრენების დროს, ხანდახან საჭირო ხდება აკუმულატორის შეცვლა, როდესაც თვითმფრინავი არ არის აღჭურვილი დამტენი მოწყობილობებით“.

ვოზნიაკმა აგრეთვე უსაყვედურა ჟურნალისტებს იმის გამო, რომ ისინი ხანდახან ამოგლეჯენ ხოლმე მის სიტყვებს კონტექსტიდან, რის შედეგადაც აზრი იცვლება. „ჯობსი მირეკავს და მეუბნება, რომ მას არ მოსწონს ის, რაც ვითომ მე ვთქვი. მაგრამ ის ჩემს სიტყვებს იგებს კონტექსტიდან ამოვარდნილს. მე ძალზედ დადებითად ვუყურებ Apple-ის საქმიანობას, თუმცა კვლავაც ვისაუბრებ იმ მომენტებზე, რომლებიც შეიძებოდა უკეთესად გაკეთებულიყო“.

ბოლო სიტყვების დასტურად ვებ-საიტს MacRumors მოჰყავს მისი სხვადასხვა ინტერვიუებიდან სათაურები: “ვოზნიაკმა გააკრიტიკა iPhone-ი და MacBook Air-ი“, „ვოზნიაკმა იპოვნა უარყოფითი მომენტები Apple-ის ბოლო პროდუქტებში“, „ვოზნიაკი იმედგაცრუელბულია iPhone-ით“…

წყარო: MacRumors