ტაქტილური უკუკავშირი iPhone-ის კლავიატურისათვის

გლაზგოს უნივერსიტეტში შემუშავებულია არაოფიციალური სამარჯვი iPhone-ისათვის, რომელიც ტელეფონის ვირტუალურ კლავიატურას უზურნველყოფს უკუკავშირით, დაახლოებით ისეთით, როგორსაც გრძნობს მომხმარებელი ნამდვილ კლავიატურასთან მუშაობისას. პროგრამის ავტოების განცხადებით, მისი გამოყენებით შესაძლებელი გახდება ტექსტის აკრეფვის აჩქარება და შეცდომების შემცირება.

პროგრამის მიმდინარე ვერსია კლვაიტურაზე დაჭერისას რთავს ვიბროზარის ძრავს 70 მილიწამით 170 ჰც სიხშირეზე. კლავისის აშვებისას ძრავის მუშაობის პარამეტრები სხვაა — 50 მილიწამი და 100 ჰც შესაბამისად.

სამარჯვის მუშაობისათვის საჭიროა iPhone-ი 1.1.3 განახლებით ან უფრო ახალი.

წყარო: Google Code