Apple-მა გამოუშვა Security Update 2008-002

Apple-მა გამოუშვა Mac OS X-ის განახლება — Security Update 2008-002, რომელიც აღმოფხვრის სხვადასხვა უწესრიგობებს AFP, CUPS, AppKit და სხვა ზოგიერთ სისტემურ კომპონენტში.

განახლება გამოვიდა ექვს სხვადასხვა ვარიანტში:

  • 10.5.2: Universal (50 MB);
  • 10.4.11: PPC (68 MB);
  • 10.4.11: Universal (103 MB);
  • 10.5.2 Server: Universal (108 MB);
  • 10.4.11 Server: PPC (82 MB);
  • 10.4.11 Server: Universal (107 MB).

განახლების დაყენება შესაძლებელია Apple Software Update-ის მეშვეობით.

წყარო: Apple

iPhone-ის ფონური რეჟიმი საფრთხეს უქმნის მოწყობილობის ავტონომიურ მუშაობას

პროგრამის Twitterific ავტორმა კრეიგ ჰოკენბერმა (Craig Hockenberry) მოგვითხრო, რომ Twitterific-ის iPhone-ვერსიის ფომურ რეჟიში გამოყენება ამცირებს ტელეფონის გამოყენების დროს 4 საათამდე.

„მთავრი პრობლემაა — რადიოგადამცემები. EDGE და Wi-Fi საკმაო კვებას ითხოვენ. როდესაც ეს მოდულები მუშაობს, აკუმულატორი სწრაფად ჯდება.

გამორიცხული არაა, რომ ზუსტად ამის გამო Apple-ის მიერ აკრძალულია იმ პროგრამების შექმნა, რომლებიც იყენებენ მუშაობის ფონურ რეჟიმს.

წყარო: TUAW

Safari პოპულარული ხდება

კომპანიამ StatCounter გამოაქვეყნა მონაცემები, რომლის მიხედვითაც ბრაუზერი Safari სულ უფრო მეტ პოპულარობას იხვეჭს. მისმა წილმა მობილური ბრაუზერების ბაზარზე აშშ-ში დეკემბრიდან ვიდრე დღემდე მოიმატა 64%-ით.

ამასთან მსოფლიო ბაზრის წილმაც იმატა — 0,03%-დან 0,08%-მდე.აღნიშნულ პერიოდში აშშ-ში ბაზრის წილი გაიზარდა 0,14-დან 0,23%-მდე.

ამან Apple-ის ტელეფონს საშუალება მისცა გამხდარიყო ინტერნეტში ყველაზე მოსახმარ მოწყობილობად. გლობალურ ბაზარზე ლიდერობს Nokia — მის web-ბრაუზერს იყენებენ მომმხარებელთა 0,25% . iPhone-ის წილი აქ არის 0,08%.

Adobe-მა დაიწყო Flash-დამკვრელის შექმნა iPhone-ისათვის

ამის შესახებ განაცხადა Adobe Inc. დირექტორმა შანტანუ ნარაიენმა ინვესტორებთან შეხვედრისას და აღნიშნა, რომ iPhone SDK-ს გამოსვლასთან ერთად, კომპანიას გაეხსნა ხელები და ვერაფერი ვერ შეუშლის ხელს iPhone-ისათვის ფლეშ-დამკვრელის შექმნას.

მან აგრეთვე აღნიშნა: „ჩვენ გვესმის Flash-ტექნოლოგიის მხარდაჭერის აუცილებლობა Apple-ისაგან, მხოლოდ ამის საშუალებით შეძლებენ მომხმარებლები ინტერნეტში სრულფასოვან მოგზაურობას. Flash-ი უნდა გახდეს თანამედროვე Web-რესურსების ძირითადი ელემენტი.”

ანალიტიკა: iPod-ის გაყიდვების პროგნოზები

კომპანია Piper Jaffray-ს ანალიტიკოსი ვარაუდობს, რომ მიმდინარე კვარტალში, რომელიც 31 მარტს დასრულდება, Apple-ი გაყიდის 9,7-დან 10,5 მლნ.-მდე iPod-ს, მაშინ როდესაც უოლ-სტრიტის ანალიტიკოსები ვარაუდობენ 10,8 მლნ. მოწყობილობას.

Piper Jaffray-ს უფროსი ანალიტიკოსი ჯინ მანსტერი (Gene Munster) აღნიშნავს, რომ პროგნოზმა ოდნავ მოიმატა წინა თვის მონაცემებთან შედარებით, თუმცა მაინც ჩამორჩება გასული წლისას 4%-ით.

მანსტერი ვარაუდობს, რომ iPod shuffle-ის ფასის დაკლება დადებითად იმოქმედებს iPod-ის გაყიდვებზე.

წყარო: MacNN

Adobe-მა გამოუშვა Camera Raw 4.4 და Lightroom 1.4

Adobe-მა გამოუშვა პროფესიონალ ფოტოგრაფთა მოსახმარი პაკეტის Lightroom -ის და Photoshop-ის ჩანადგამის Camera Raw-ს ახალი ვერსიები.განახლებებს Camera Raw 4.4 და Lightroom 1.4 გააჩნიათ ცხრა ახალი კამერის მხარდაჭერა:

  • Canon EOS 450D (Digital Rebel XSi/EOS Kiss X2);
  • Fujifilm S100FS;
  • Nikon D60;
  • Olympus SP-570 UZ;
  • Pentax K20D;
  • Pentax K200D;
  • Sony A200;
  • Sony A300;
  • Sony A350.

წყარო: Adobe Systems

Apple-მა განაახლა AirPort Express Base Station

გუშინ Apple-მა ოფიციალურად გამოუშვა Wi-Fi წვდომის წერტილი AirPort Express Base Station-ი 802.11n ტექნოლოგიის მხარდაჭერით.

მოწყობილობის ფასი უცვლელია — აშშ-ში იგი შეადგენს 99 დოლარს. AirPort Express Base Station-ი შესაძლებლობას გვაძლევს შევქმნათ უსადენო ქსელები 10 მოწყობილობაზე.

წყარო: Apple

ეკრანული სურათი SpringBoard-ის მეშვეობით

როგორც აღმოჩნდა, SpringBoard-ს შეუძლია ეკრანული სურათების გადაღება iPhone-ში ( განახლება 1.1.3 ან უფრო ახალი) უცხო პროგრამების გარეშე. ამისათვის საჭიროა ინსტალატორში RiP Dev-ის განყოფილებაში დავაყენოთ Apple Screenshot Enabler-ი.

ამის შემდეგ სურათის გადასაღებად უნდა დავაჭიროთ ეკრანის ქვეშ მოთავსებულ ღილაკზე და გადავრთოთ ზარის გამოსართავი ღილაკი. მორჩა! ეკრანული სურათი თქვენს ალბომში მოხვდება.

მსოფლიოში ყველაზე ძვირი iPhone

Peter Aloisson — სახელგანთქმული ავტრიელი იუველირია, იგი ცნობილია თავისი ნამუშევრებით მობილური ტექნიკის სფეროში.

არცთუისე დიდი ხნის წინ ჩვენ მოწმენი გავხდით Motorola V3i Peter Aloisson Edition-ის გამოსვლისა, რომელიც ბრილიანტებით არის დაფარული. მაგრამ ოსტატი არ ჩერდება და ეხლა წარმოადგინა ყველაზე ძვირადღირებული iPhone-ი, რომლის მფლობელი გახდა რუსი ოლიგარქი. ფასი – $176400 (!).