ჩვენი ბლოგის შესახებ

სალამი მეგობრებო! როგორც უჯვე შეამჩნევდით, კვირაზე მეტი ხანია, რაც ჩვენს საიტზე მდუმარებამ დაისადგურა! :( სამწუხაროდ ჯანმრთელობის უეცარმა გაუარესებამ იძულებული გამხადა დროებით შემეწყვიტა თქვენი მომარაგება საინტერესო ამბებით. მაგრამ ხვალიდან ჩვენ ისევ საჭირო ფორმაში ჩავდგებით! ასე რომ, ხშირ-ხშირად შემიხედეთ ჩვენთან, რაიმე საინეტრესოს აუცილებლად წააწყდებით!

კიდევ ერთი საჭირბოროტო საკითხი. უკვე საკმაოდ რთული ხდება ბლოგის დროული მომარაგება ინფორმაციით. ამიტომ თუ გაქვთ სურვილი შეიტანოთ წვლილი საქართველოში Mac-საზოგადოების განვითარების სფეროში, გთხოვთ შემომიერთდეთ! ერთად ვწეროთ სტატიები, მოვამარაგოთ ბლოგი ახალი ამბებით, მოკლედ გავხადოთ ამ საიტის შიგთავსი უფრო ინფორმატიული! მადლიერი შთამომავლობა ამას არ დაგვივიწყებს!