Apple-მა აირჩია iPhone-ის ბელგიური ოპერატორი

სიდიდით მეორე ბელგიური კომპანია, Mobistar, შეიძლება გახდეს Apple-ის პარტნიორი iPhone-ის რეალიზაციის საკითხში, გვატყობინებს Reuters.

Mobistar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ბენუა შინმა (Benoit Scheen) დაადასტურა, რომ შეთანხმება შეიძლება მიღწეული იქნას წლის ბოლომდე, თუმცა აღნიშნა, რომ ამის გარანტია ჯერ არ არსებობს. „ბელგია არ არის Apple-ისათვის პრიორიტეტული ქვეყანა“, — აღნიშნა შინმა. (აბა ჩვენ რაღა ვთქვათ!)

წყარო: MacWorld UK