სტივ ჯობსი iPhone-ის მსგავს სენსაციას გვიმზადებს

ქსელში უკვე აქტიურად განიხილება ჭორები Apple-ის ახალი დიდი პრეზენტაციის შესახებ, რომელიც მაშტაბებით MacWorld-ის ტოლფასი იქნება. ყველაფერი The Unofficial Apple Weblog-იდან დაიწყო, რომელზეც გამოჩნდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია MIRA Mobile, რომელიც აწყობს Apple-ის ღინისძიებების ვიდეოგადაღებას, ემზადება ფართომაშტაბიანი გადაღებებისათვის. საორენტაციოდ, ღონისძიება შედგება 26 თებერვალს. მაშტაბებით თუ ვიმსჯელებთ, ის გაუტოლდება iPhone-ის პრეზენტაციას.

ექსპერტები ამტკიცებენ, რომ ასე ნანატრი MacBook Pro Penryn-ით და Multi-touch-ით არ საჭიროებს ასეთ მაშტაბურ გაფორმებას, ისევე როგორც iPhone SDK, თუ რათქმაუნდა არ იგეგმება რაიმე რევოლუციური. მოვლენების განვითარების კიდევ ერთ ვარიანტად სახელდება კომპანიის ხარისხობრივი ზრდა, მაგალითად, სრულფასოვანი ოპერაციების წარმოების დაწყება მთელ მსოფლიოში და არა მარტო აშშ-ში. ნებისმიერ შემთხვევაში სტივ ჯობს მოუწევს მოგვითხროს, თუ რატომ დაიწყენებენ Apple-ის აქციები ხელახლა ზრდას.