iPhone-ის მფლობელები Google-ში უფრო ხშირად ეძებენ

Google-ის წარმომადგენელთა განცხადებით, Apple iPhone-ის მფლობელები როგორც მინიმუმ Google 50-ჯერ უფრო ხშირად ეძებენ სასურველ ინფორმაცია, ვიდრე სხვა ტელეფონის მფლობელები. „თავიდან ჩვენ ეს შეცდომა გვეგონა და ჩვენს ინჟინრებს ვთხოვეთ გადაემოწმებინათ ეს ინფორმაცია ხელახლა“, —განაცხადა მობილური ოპერაციების ქვეგანყოფილების ხელმძღვანელმა ვიკ განდოტრამ (Vic Gundotra). განდოტრას სიტყვებით, თუ მობილური ტელეფონების მწარმოებლები Apple-ის მაგალითს მიბაძავენ, „მობილური“ ძებნა შემდგომ რამდენიმე წელში გაასწრებს ჩვეულებრივი კომპიუტერებიდან მოსულ მოთხოვნებს.

Google-ი მობილურ ძებნაში ხედავს დიდ პოტენციალს ინტერნეტ-რეკლამის განვითარების მხრივ.