O2 ახალ პირობებს სთავაზობს iPhone-ის მყიდველებს

O2 ახალ პირობებს სთავაზობს iPhone-ის მყიდველებს დიდ ბრიტანეთში. iPhone-ის ტარიფები კიდებ უფრო მიმზიდველი გახდა.

მაგალითად, სულ 35 გირვანქა სტერლინგად თვეში შეგეძლებათ გააგზავნოთ სამჯერ უფრო მეტი მტშ და ისაუბროთ სამჯერ მეტი. წინა პაკეტი, რომელიც 55 გირვანქა ღირდა ყოველთვიურად, გაიაფდა 45 გირვანქამდე. ამის გარდა, წარმოდგენილია ახალი პაკეტი 75 გირვანქად, რომელშიც შედის 3,000 წუთი სასაუბროდ და 500 მოკლე შეტყობინება, მოქედების ვადა ასევე ერთი თვეა.

უკვე დარეგისტრირებულ მომხმარებლებს შეეძლებათ ამ ტარიფზე გადასვლა ავტომატურად მომდევნო თვიდან. O2 აღნიშნა: „უკვე ახლა iPhone-ი – ყველაზე გაყიდვადი საქონელია. ახალი ტარიფები საშუალებას მოგვცემს ბაზრის კიდევ უფრო დიდი სეგმენტის დაპყრობის საშუალებას.“