O2 აუმჯობესებს სატარიფო გეგმას iPhone-ისათვის

ბრიტანულმა ოპერატორმა O2, რომელიც Apple-ის ოფიციალური პარტნიორია, გაზარდა უფასო წუთების და SMS-შეტყობინებების ოდენობა.

შედეგად, მინიმალური პაკეტის მომხმარებლები (ფასი — 35 გირვანქა სტრელინგი) მიიღებენ სამჯერ უფრო მეტ წუთს – 600 და 2,5-ჯერ მეტ SMS-ს – 500. ანალოგიურად გაიზრდება სხვა, უფრო ძვირი პაკეტების პირობები.

ოპერატორის განხცადებით, სატარიფო გეგმის შეცვლა შეეხებათ როგორც ახალ კლიენტებს, ასევე უკვე არსებულსაც.

წყარო: MacWorld UK