MacBook Air-ის გარე დისკწამყვანი სხვა კომპიუტერებთან არ იმუშავებს

როგორც ჩანს, პროცესორის Core 2 Duo-ის მოდიფიკაცია ერთადერთი არაა ახალ კომპიუტერში. web-საიტის Electronista-ს ინფორმაციით, გარე დისკწამყვანი არ იმუშავებს სხვა კომპიუტერებთან.

Electronista-ს წყაროების განცხადებით, ამის მიზეზია კვების განსაკუთრებული მოთხოვნები, რაც არ იზლევა საშუალებას სხვა კომპიუტერებთან მიერთებისა.

უნდა ავღნიშნოთ, რომ MacBook Air-ი, გარდა საკუთარი გარე დისკწამყვანისა, შესაძლებლობას იძლევა მიიერთოს ნებისმიერი სხვაც.

წყარო: Electronista