Nvidia 8800GT იმუშავებს Mac Pro-ს ადრინდელ მოდელებთან

Mac Pro-ს ახალი მოდელის წარდგენასთან ერთად, რომელიც აწყობილია Penryn პროცესორების ბაზაზე, Apple-მა გამოუშვა ვიდეო ქვე-სისტემის განახლება Mac Pro-სათვის – NVIDIA GeForce 8800GT ვიდეო-ბარათები. მომხმარებელები, რომლებსაც უკვე აქვთ Mac Pro-ს ადრინდელი ვერსიები, ამ სიახლეში დაინახეს შესანიშნავი შესაძლებლობა განაახლონ თავიანთი Radeon x1900XT-ები.

მიუხედავად იმისა, რომ განახლება Apple-ის მაღაზიებში ცალკე პროდუქტად გამოჩნდა, კომპანია იძულებული გახდა დაკავშირებოდა ყველა მყიდველს და აეხსნა, რომ აღნიშნული ბარათები იმუშავებდნენ მხოლოდ ახალ Mac Pro-ებთან. ჭორების თანახმად,სტივ ჯობსმა უპასუხა ერთ-ერთი ძალზედ განაწყენებული მომხმარებლის წერილს, დაამშვიდა იგი და ამცნო, რომ კომპანია საქმის კურსშია არსებული პრობლემის შესახებ და მიმდინარეობს მისი გამოსწორება.

მისი სიტწვები დაადასტურა NVIDIA-ს PR-დირექტორმა, გვამცნო რა, რომ მიმდინარეობს NVIDIA GeForce 8800GT-ის Mac Pro-სთან თავსებადობის პრობლემის გადაწყვეტა. შედეგები რამდენიმე კვირაში იქნება ცნობილი.

წყარო: MacRumors