Apple-მა ტესტერებს დაუგზავნა Mac OS X 10.5.2

ბევრი დამკვირვებელი ვარაუდობდა, რომ Leopard-ის მორიგი განახლება, Mac OS X 10.5.2, Macworld Conference & Expo-ს დროს გამოვიდოდა, თუმცა მოლოდინი არ გამართლდა.

შეგახსენებთ, Mac OS X 10.5.2-ის პირველი ანაწყობი ტესტერებს დაეგზავნათ რამდენიმე კვირის წინ. ყველაზე შესამჩნევი სიახლეა სტეკებში (Stack) შიგთავსის დათვალიერებისას სიის გამოყენება (List view).

თავიდან სისტემურ მოთხოვნებში, რომელიც ესაჭიროება Time Capsule-ს, მითითებული იყო Leopard 10.5.2, რაც იმის მაჩვენებელია რომ ეს ვერსია მალე გამოვა.

ახალი ანაწყობი Mac OS X 10.5.2, build 9C16, ტესტერებს დაეგზავნათ გასულ სამშაბათს.

წყარო: MacRumors