Macworld Expo გამოფენაზე გამოსვლისას სტივ ჯობსმა გამოაცხადა Apple iPhone-ის შიდა პროგრამული კოდის განახლების გამოსვლის შესახებ.
„iPhone-ი არ დგას ერთ ადგილას — ჩვენ მას დღითიდღე ვაუმჯობესებთ, — თქვა სტივ ჯობსმა. — მოხარული ვართ წარმოგიდგინოთ ეს გაუმჯობესებები “.
ახალი ვერსია, iPhone Software 1.1.3, შეიცავს დიდი ხნის ნანატრ გაუმჯობესებას. ახლა მომხმარებელს უკვე შუძლია გააგზავნოს SMS-შეტყობინება ერთდროულად რამდენიმე აბონენტთან. შესაძლებელია სამუშაო დაფის მორგება – შეიძება ხატულების თანმიმდევრობის შეცვლა, მათი თითით გადათრევით, აგრეთვე შესაძლებელია ვირტუალური სამშაო დაფების შექმნა. კიდევ ერთი ფუნქციაა Web Clips – ანალოგი Safari-ში Mac OS X 10.5 Leopard-იდან, მომხმარებელს შეუძლია მონიშნოს ვებ-გვერდის ნებისმიერი ადგილი და გააკეთოს ვიჯეტი.
საგრძნობლად განახლდა Google Maps, რომელსაც ეხლა უკვე შუძლია მომხმარებლის ადგილმდებარეობის ჩვენება. სიზუსტე, რათქმაუნდა ვერ შეედერბა GPS-ისას, მაგრამ,სულ არაფერს ჯობია… ამის გარდა, Google Maps-ში გაჩნდა ჩვენების ჰიბრიდული რეჟიმი – რუკა აეროსურათების ზემოდან.
განახლების დაყენება შესაძლებელია iTunes-ის დახმარებით.
ვიდეო-რგოლი შეგიძლიათ იხილოთ აქ .
წყარო: Apple