Apple-ს ადანაშაულებენ ციფრული მედიას ბაზრის მონოპოლიზაციაში

სარჩელში, რომელიც ამასწინათ კალიფორნიის ერთ-ერთ სასამართლოში შევიდა, ნათქვამია, რომ კომპანია Apple Inc.-ის დომინირება მედია დამკვრელების და ინტერნეტ-აუდიო/ვიდეოს ბაზარზე არღვევს შერმანის ანტიმონოპოლურ კანონს. მოსარჩლე სტეისი სამერსი (Stacie Somers) სთხოვს სასამართლოს მიაქციოს ყურადღება iPod-ის და iTunes-ის მხრიდან Windows Media Audio-ს მხარდაჭერის არარსებობაზე, მიუხედავად იმისა, რომ ეს ფორმატი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებულია, ხოლო მისი ლიცენზიის ღირებულება პრობლემა ვერ იქნება კუპერტინოსათვის.

ეს მომხმარებელებს უქმნის პრობლემებს, ამტკიცებს სამერსი. ხმისჩამწერი სტუდიები არ ყიდიან მუსიკალურ ჩანაწერებს დაუცავ ფორმატებში, ხოლო მყიდველი, რომელიც აგროვებს მუსიკალურ ბიბლიოთეკას WMA-ფორმატში, Apple-ის დამკვრელებზე გადასვლისას ფაილების შეუთავსებლობას ეყრება. ამ დროს, მოსარჩლის განცხადებით, iPod-ს აქვს აპარატურული შესაძლებლობა Windows Media-ს დაკვრისათვის, თუმცა Apple-ი სპეციალურად ზღუდავს იმ DRM-ფორმატების სიას საკუთარი FairPlay-თ. ბრალდების კიდევ ერთი პუნქტი ეხება დამკვრელების ფასს – მაშინ, როდესაც ფლეშ-მეხსიერების ღირებულების სხვაობა 1 და 4 გბაიტს შორის მხოლოდ $5.5-ია, iPod nano 4 გბაიტი ღირს $100 უფრო ძვირი, ვიდრე 1 გბაიტინი მოდელი.

სტატისტიკის მიხედვით, Apple-ი აკონტროლოებს ბაზრის 75%, 83% – აუდიოს ინტერნეტ-გაყიდვებს და 90% — ვინჩესტერიანი დამკვრელებისა.

წყარო: Information Week