Fox-ის წარმოებულ DVD-დისკებზე ჩაწერილი იქნება ფილმების iPod-ვერსიები

Web-საიტმა The Unofficial Apple Weblog (TUAW) ერთერთი თავისი კორესპონდენტისაგან მიიღო მასალა, რომელიც ამტკიცებს ჭორებს კომბინირებული ოპტიკური დისკების წარმოშობის შესახებ DVD-Video და iPod ფორმატებში.

ერთერთმა მომხმარებელმა, შეიძინა რა Fox-ის პროდუქციის შემცველი დისკი, აღმოაჩინა, რომ დისკზე არ არის აღნიშნული რომ იგი შიცავს ფილმის iPod-ისათვის ოპტიმიზირებულ ვერსიას. iTunes-ში ფაილის იმპორტის მცდელობისას გამოვიდა შეტყობინება, რომ ამის გაკეთება შესაძლებელია მხოლოდ iTunes 7.6-ის დახმარებით, რომელიც ჯერ არ გამოსულა.

ეს შეტყობინება ამტკიცებს ინფორმაციას, რომელიც გამოჩნდა New York Times-ში ცოტა ხნის წინ. უნდა ავღნოშნოთ, რომ ამავდროულად ამ გაზეთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მედია-სერვისი iTunes იწყებს კინოფილმების გაქირავებას $3,99-ად.

წყარო: TUAW

#