FileMaker-მა გამოუშვა Bento-ს ფინალური ვერსია

კომპანიამ FileMaker-ი, რომელიც Apple Inc.-ის შვილობილი კომპანიაა, განაცხადა თავისი ახალი პროდუქტის, პერსონალური მონაცემთა ბაზის Bento-ს ფინალური ვერსიის გამოსვლის შესახებ.

Bento მუშაობს მხლოდ Mac OS X 10.5 Leopard-ში. მწარმოებლის განცხადებით, მოხმარებაში მარტივი ერთფანჯრიანი ინტერფეისი და FileMaker-ის მონაცემთა ბაზების მართვის ტექნოლოგია მომხმარებელს საშუალებას მისცემს მოაწესრიგოს კონტაქტები, კალენდრები, პროექტები და ა.შ. პროგრამას გააჩნია iCal-თან და Address Book-თან ინტეგრაციის მძლავრი საშუალებები.

Bento-ს ღირებულება მერყეობს ლიცენზიის ტიპიდან გამომდინარე: ერთმომხმარებლიანი $49.99, მაშინ როდესაც საოჯახო ვერსია მხოლოდ ორჯერ უფრო ძვირია — $99.

წაყრო: FileMaker