OS X Leopard: ძებნა მარკერების მიხედვით

ყოველი შემთხვევისათვის: მარკერები, იგივე ფერადი ჭდეები არის ყველასთვის ცნობილი ჭდეები კონტექსტური მენიუდან, რომლებიც 10.5 ვერსიაში უბრალო დანიშვნის ხელსაწყოდან გადაიქცა Spotlight-ში ძებნის ახალ საშუალებად. ამისათვის Spotlight-ის ან Finder-ის ძებნის სტრიქონში შეიყვანეთ label: და მიუწერეთ არგუმენტი ერთიდან რვამდე ციფრის სახით – ყოველი მათგანი შეესაბამება ერთ-ერთ მარკერს. პატარა ნიუანსი – მარკერების ნომრები არ შეესაბამება მათ თანმიმდევრობას კონტექსტურ მენიუში, ამიტომაც მოგიწევთ მათი ზეპირად დახსომება: 0 – ჭდის გარეშე 1 – ნაცრისფერი (Gray) 2 – მწვანე (Green) 3 – იისფერი (Purple) 4 – ცისფერი (Blue) 5 – ყვითელი (Yellow) 6 – წითელი (Red) 7 – ფორთოხლისფერი (Orange)