საფრანგეთში უკვე 70 ათასი iPhone-ი გაიყიდა

France Telecom Orange-მა – Apple-ის ექსკლუზიურმა დილერმა iPhone-ის გაყიდვებში საფრანგეთის ტერიტორიაზე გაყიდვების პირველი თვის განმავლობაში მოახერხა დაახლოებით 70 ათასი მობილური ტელეფონის რეალიზაცია, გვატყობინებს სააგენტო Agence France-Presse.

სააგენტოსთან ინტერვიუში France Telecom-ის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ კომპანია ვარაუდობდა გაეყიდა 50—100 ათასი ტელეფონი და როგორც ჩანს, მან მოახერხა ამ ამოცანის შესრულება. ფრანგი მომხმარებელების 48%-მა შეიცვალა ოპერატორი iPhone-ზე გადასვლასთან დაკავშირებით.

iPhone-ის ღირებულება საფრანგეთში 399 ევროა, იმ შემთხვევაში თუ კონტრაქტს გააფორმებთ Orange-თან. განბლოკილი ტელეფონი, რომელიც მხოლოდ ფრანგული ოპერატორების ქსელში მუშაობს 649 ევრო ღირს.

შეგახსენებთ, რომ წლის ბოლომდე Apple-ი ვარაუდობს გაყიდოს 10 მლნ. iPhone-ი.

წყარო: CNN Money