Apple-ი წარმოადგენს ახალ პორტატულ კომპიუტერს Multitouch-თაჩპადით

Web-საიტი MacRumors საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით გვამცნობს ზოგიერთ დეტალს ახალი პორტატული კომპიუტერის შესახებ, რომლის წარდგენასაც ველოდებით სავარაუდოდ უახლოეს Macworld Conference & Expo-ზე.

MacRumors-ის ცნობით, ახალ ულტრაპორტატულ Mac-ს არ ექნება ოპტიკური დისკწამყვანი. ამასთან ერთად კომპანია გამოუშვებს გარე დისკწამყვანს, რომლის წყალობითაც მომხმარებელები შეძლებენ ყველა საჭირო ოპერაციის ჩატარებას CD და DVD-დისკებთან.

MacRumors-ი გვატყობინებს, რომ Apple სავარაუდოდ არ შემოიფარგლება მარტო ერთი პორტატული კომპიუტერის პრემიერით. თუ როგორ კონფიგურაციებით გამოვა MacBook, MacBook Pro და ახალი ულტრაპორტატულიუ კომპიუტერი, უცნობია, თუმცა, web-საიტის ცნობით, ერთ-ერთი მოდელი მაინც აღიჭურვება multitouch-ტექნოლოგიის მქონე თაჩპადით, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა iPhone-ში.

წყარო: MacRumors