Quay

პროგრამა მათთვის, ვისაც არ მოსწონს სტეკები. იერარქიული მენიუ, რომელიც გამოჩნდება საქაღალდეზე დაწკაპუნებისთანავე. ერთი საქაღალდისათვის უფასოა, დანარჩენები 10 დოლარად.

Internet Explorer-ი ვერსია 5/6/7 Mac OS X-ში

მე მგონი დადგა ის ნანატრი მომენტი, რომელსაც ასე ელოდნენ html-დამკაბადონებლები! ამიერიდან, შესაძლებელია Internet Explorer-ის გაშვება პირდაპირ Mac-იდან, თუმცა მხოლოდ ინტელ-მოდელებზე

  • თუ ტაიგერი გაქვთ, დააყენეთ X11.
  • ჩამოტვირთეთ, გახსენით და დააყენეთ Darwine 0.9.49 2.
  • ჩამოქაჩეთ და დააყენეთ ies4osx.4. გაუშვით, აირჩიეთ ენები და ბრაუზერები.

Ies4osx-ი გადმოქაჩავს და დააყენებს საჭირო კომპონენტებს, რასაც გარკვეული დრო დასჭირდება.5. არჩეული ბრაუზერები გამოჩნდება საქაღალდეში.

ვაშა! ყველა ვერსია მუშაობს ფლეშთან და იქცევა ზუსტად ისე, როგორც ორიგინალი, გარდა იმისა, რომ გამოიყენება მაკის სისტემური შრიფტები.

iTunes Store-ი ყველასათვის — გაგრძელება

იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელი ხდება iTunes Music Store-ში რეგისტრაცია, ლოგიკურია რომ გაგვიჩნდეს სურვილი შევცვალოთ, ან დავამატოთ ალბომის სურათები ჩვენს კოლექციებში. მე მაგალითად ბევრი კომპოზიცია მაქვს დაბალხარისხიანი სურათით, რომელიც უმჯობესია მოვაშორო და უკეთესი ვარიანტი დავაყენო. მაგრამ თითოეული კომპოზიციის გახსნა და ხელით წაშლა არ გამოვა! ათასობით კომპოზიციას რა გაწმენდავს?

აგერ ბატონო მარტივი სკრიპტი ამისათვის:

tell application “iTunes” repeat with this_track in selection tell this_track try delete artworks on error error_message number error_number display dialog error_message buttons {“OK”} default button 1 end try end tell end repeat end tell

ყოველი შემთხვევისათვის: კოდი შეინახეთ როგორც ჩვეულებრივი ტექსტური ფაილი გაფართოებით .scpt საქაღალდეში ~/Library/iTunes/Scripts/ . ამის შემდეგ სკრიპტი გამოჩნდება iTunes-ის სკრიპტების სიაში.

iTunes Store-ი ყველასათვის

აი ასე შეიძლება დარეგისტირირება iTunes Store-ში სრულიად უფასოდ, ნებისმიერი ქვეყნიდან:

  • შევდივართ აქ. ვიღებთ კოდს. მოვნიშნავთდა ვაჭერთ Cmd+C (Ctrl+C Windows-მომხმარებლებისათვის).
  • გავუშვებთ iTunes და მარჯვენა სვეტში ვაჭერთ ღილაკს Redeem.
  • შეგვყავს კოდი ფორმაში, ვაჭერთ ღილაკზე Redeem. iTunes Store-მა შეიძლება თქვას, რომ კოდი ვადაგასულია, მაგრამ ამას ყურადღებას ნუ მიაქცევთ.
  • ვაჭერთ სახლის ნიშანზე, ამის მერე Sign In-ზე და Create New Account-ზე.
  • ვავსებთ ფორმას. ვინაიდან ამერიკის მისამართი აუცილებელია, შტატის და ქალაქის ველში ვწერთ ნიუ იორკს, ხოლო საფოსტო ინდექსის ველში — „10001“. შესაძლებელია სხვა მისამართის მითიტებაც, მაგრამ მისამართი და საფოსტო ინდექსი ზუსტად უნდა შეესაბამებოდნენ ერთმანეთს. საჭირო კოდები აქ.

საკრედიტო ბარათის რადიო ღილაკი დატოვეთ none-ზე!

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება! თუ კოდი ვადაგასული არაა, რამოდენიმე სიმღერასაც გაჩუქებენ.