Wondershare iPhone Video Converter

ბევრ ახალბედას აინტერესებს, თუ რა პროგრამებით არის შესაძლებელი ვიდეოს კონვერტაცია აიფონის სტანდარტში. Wondershare iPhone Video Converter — ზუსტად ისაა, რაც თქვენ გჭირდებათ. ამ კონვერტერს აქვს უამრავი ფორმატის მხარდაჭერა: AVI, DivX, XviD, WMV, MPEG, MPG, DAT, FLV, RM,RMVB, MOV, ASF. გამომავალი ფორმატი — iPhone MP4 და H.264.

პროგრამა ფასიანია. საცდელი ვერსია შეგიძლიათ გადმოტვირთოთ აქედან.

iPhone-ი უფლისწულისათვის

ჰოლივუდის ვარსკვლავებით, რომლებიც სარგებლობენ iPhone-ით, უკვე ვერავის გააკვირვებ, ხოლო აი უავგუსტესი ოჯახების წარმომადგენლები ჯერ კიდევ იშვიათობაა. ამასწინათ პაპარაცებმა გადაუღეს ფოტო ნიდერლანდების ტახტის მემკვიდრეს უილიამ ალექსანდრეს იმ დროს, როდესაც იგი ახალ Apple iPhone-ს ყიდულობდა. უფლისწულმა ტელეფონი აშშ-ში შეიძინა. შეგახსენებთ, რომ იქ ყველა ტელეფონი მიბმულია AT&T-სთან და ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ უილიამი მოახერხებს ტელეფონის განბლოკვას :)

ჭორები საქარხნო განახლების 1.1.2 განბლოკვის შესახებ

გამოჩნდა ინფორმაცია iPhone 1.1.2.-ის განბლოკვის შესახებ. შეგახსენებთ, რომ განახლება 1.1.2 ჯერ კიდევ არ გამტყდარა. ადრე iPhone-ის განახლებებს ტეხავდნენ ჩამტვირთველი პროგრამის შეცდომის წყალობით (ვერსია 3.x), რაც იძლეოდა შესაძლებლობას შეგვეცვალა Apple-ის კრიპტოგრაფიული გასაღები და შეგვესრულებინა ნებისმიერი კოდი. Apple-ს ასეთი მდგომარეობა ძალიან არ მოეწონა, იგი „მიაწვა“ კომპანიას Infineon (რომლის ლოგიკაზეც არის აწყობილი iPhone-ი) და მასაც სხვა რა უნდა ექნა, აღმოფხვრა შეცდომა და გამოუშვა ახალი ჩამტვირთავი (ინდექსით 4).

ახალი ჭორები დაკავშირებულია ორი ექსპლოიტის აღმოჩენასთან ჩამტვირთავის წყაროში. თუ გამოვტოვებთ ტექნიკურ დეტალებს, ჰაკერებმა კვლავ იპოვნეს ხერხი კრიპტოგრაფიული გასაღების შესაცვლელად. ახალი ამბავი გამოჩნდა 1 დეკემბერს, ამიტომაც ჯერ-ჯერობით რაიმე სიახლე არ გვაქვს.

იმედს ვიტოვებთ, რომ ჰაკერები სულ მალე გაგვახარებენ ახალი გადაწყვეტილებებით.

საინჟინრო კალკულატორი iPhone-ისათვის

HP Calculator Emulator for the iPhone — შესანიშნავი საინჟინრო კალკულატორია Apple iPhone-ისათვის. მისი გამოყენება ძალიან მოსახერხებელია, ხოლო ფართო შესაძლებელობები დააკმაყოფილებენ ნებისმიერ საჭიროებას. გადმოქაჩვა შესაძლებელია აქ.

Installer-ის საშუალებით დასაყენებლად გადადით ამ ბმულზე http://tinyurl.com/2b32sn