Сommand+Tab-ის საოცრებები

ვფიქრობ, ყველამ იცის, რომ Cmd+Tab კომბინაციის დაჭერით შესაძლებელია გაშვებულ პროგრამებს შორის გადართვა. თუმცა ყველამ არ იცის, რომ:

  • ამ მენიუში პროგრამის ამორჩევის შემდეგ Q-ს დაჭერით შეიძლება პროგრამის დახურვა;
  • ამ მენიუში პროგრამის ამორჩევის შემდეგ H-ის დაჭერით შეიძლება პროგრამის დამალვა;
  • დაჭერილი Shift-ით Tab-ზე დაჭერისას შეიძლება მენიუში გადაადგილება უკუმიმართულებით;
  • მენიუში გადაადგილება შესაძლებელია არა მარტო Tab-კლავიშით, არამედ კურსორის ისრებითაც ან ცოციათი;
  • ფაილის დათრევის შემდეგ Cmd+Tab კომბინაციის დაჭერით შეიძლება მისი გადაგდება ნებისმიერ პროგრამაში, თუ ამ დროს დაამატებთ Option-კლავიშს, იმ პროგრამაშიც კი, რომელიც ამ ფაილს არ ხსნის (მხოლოდ ლეოპარდში).