iPhone-ი ემუქრება Vodafone-ის გაფურჩქვნას

ავტორიტეტული ბრიტანული წყარო The Inquirer-ი გვიზიარებს საინტერესო ინფორმაციას: Vodafone -ის კონტრაქტების გაუქმების ავტომატური სატელეფონო სისტემა არ მუშაობს უკვე რამდენიმე დღეა კონტრაქტის გაუქმების მსურველთა დაწოლის გამო. როგორ ფიქრობთ, რის გამოა ეს ყველაფერი გამოწვეული? მართალია, ტკბილი და მურაბა Apple iPhone-ის გამო. The Inquirer-ის მონაცემების მიხედვით მომხმარებელთა საგრძნობ ნაწილს სურს გადავიდეს ოპერატორთან О2, რომელმაც ეხლახანს დაიწყო iPhone-ის გაყიდვები.

მას შემდეგ, რაც The Inquirer-ის ჟურნალისტები დაუკავშირდნენ Vodafone-ის მომხმარებელთა მხარდაჭერის განყოფილებას, ისინი შეაერთეს პასუხისმგებელ მმართველთან პირდაპირ. აღმოჩნდა, რომ კომპანიის წარმომადგენელი ცდილობს გადაათქმევინოს კლიენტებს ხელშეკრულების გაწყვეტა.