ბებერი ხარის რქებიცა ხნავენო!

ლაპარაკი არ უნდა – თანამედროვე მაკზე, რომელიც გატენილია ოპერატიული მეხსიერებით, ახალი სისტემა 10.5 იფრენს. მაგრამ რა ვუყოთ PowerPC-მანქანებს? ძველ „მაკინტოშებს“, რომლებიც დაუღალავათ და უშეცდომოდ შრომობენ არა ერთი, ორი და სამი, არამედ მეტი წელიც კი? Engadget-ის რედაქციაში უჩვეულო ექსპერიმენტი წამოიწყეს: მოიძიეს მხცოვანი Power Mac G4 (AGP Graphics) 1999 წლის გამოშვება, რომელზეც გადაწყდა Mac OS X Leopard-ის დაყენება.

სინამდვილეში ტესტური კონფიგურაცია განხვავდებოდა ორიგინალისაგან – „მშობლიური“ ჩიპი G4 400 მჰც შეცვლილიყო განახლების სპეციალური ბარათით, უფრო მძლავრი G4 1,0 გჰც პროცესორით, რაც ნახევარ გიგაბაიტ მეხსიერებასთან ერთად საშუალებას აძლევდა ბაბუა პაუერმაკს ჩამჯდარიყო ლეოპარდის სისტემურ მოთხოვნებში – პროცესორის სიხშირე არანაკლებ 867 მჰც და მინიმუმ 512 მბაიტი მეხსიერება.

პრობლემები წარმოიშვა უშაულოდ ინსტალაციის დაწყებისას – ჩატვირთვის შემდეგ ლეოპარდის ინსტალატორმა ვერ შეძლო ეკრანის გარჩევადობის ოპტიმალური ვარიანტის შერჩევა, რასაც, რპინციპში ხელი არ შეუშლია ინსტალაციაში. ინსტალაციის ძლიერ შემოკლებული პროცესი (მინუს ლოკაიზაციის ფაილები, მინუს დამატებითი შრიფტები, მინუს პრინტერის დრაივერები, მინუს X11) სულ ოციოდე წუთს გაგრძელდა… და აი, შედეგი. საკმაოდ კარგი რამ გამოვიდა:

ინსტალაციის შემდგომმა ექსპერიმენტებმა საბოლოოდ შესაძლებლობა მოგვცა გვეპასუხა საჭირბოროტო საკითხზე „მოერევა თუ არა ATI Rage Pro 128 OS X Leopard?-ის გრაფიკულ მოთხოვნილებებს?“. პასუხი ორმაგია: ჰოც და არაც. ამუშავდა Space, Expose, სტეკები, Quick Look, YouTube-ვიდეო და Cover Flow-ც კი, რომელიც ჯერ ღრმად დაფიქრდა, მაგრამ მერე საკმაოდ ნორმალურად დაიწყო ჩვენება. იმედგაცრუებათა სიაში მოხვდნენ Time Machine (კოსმოსური ინტერფეისის გაშვებამ ბებერ მაკში ნამდვილი ისტერიკა გამოიწვია), DVD Player, მისი ალტერნატივა VLC 0.8.6c სახით (მაგარი მუხრუჭები და ბლომად გამოტოვებული კადრები) და Front Row (იმიტომ რომ საოცრებები არ ხდება – პროგრამა გაეშვა და დაუყოვნებლივ შეიცვალა შავი ეკრანით).

დასკვნები? თუ შევეცდებით მთელი განსჯა ჩავტიოთ ერთ წინადადებაში, ის ასე გაიჟღერებს: დააყენეთ ძველ პაუერმაკზე OS X Leopard-ი და მიეცით იგი შვილს – ბოლო-ბოლო, მშობელთა კონტროლის ფუნქციები („Parental Controls“) უბრალოდ არა არის დამატებული. საუკეთესო გამოყენებას ანტიკვარული რკინეულობის და უახლესი პროგრამული უზრუნველყოფის ამ უცნაურ ჰიბრიდს მაინც ვერ მოუძებნით.

P.S. ჩემი მხრიდან დავამატებდი, რომ ჩემი ბებრუხანა PowerBook-ი მშვენივრად ამუშავებს ლეოს!