Apple-ი მუშაობს Mac OS X 10.5.1-ზე

ახალი ოპერაციული სისტემის Mac OS X Leopard-ის გამოშვებიდან სულ რამდენიმე დღეა გასული, Apple-ი კი უკვე აპირებს დაუგზავნოს პროგრამული უზრუნველყოფის მწარმოებლებს მომავალი განახლების პირველი ტესტური ანაწყობი Mac OS X 10.5.1, გვატყობინებს MacRumors-ი.

ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის სიახლეები იქნება განახლებაში, ჯერ არ არსებობს. Apple-ი ტრადიციულად პირველ განახლებას უშვებს საკმაოდ მცირე დროში ახალი ოს-ის გამოშვებიდან – მაგალითად, Mac OS X 10.4.1 გამოვიდა Tiger-ის დებიუტიდან სამი კვირის თავზე.

ამასობაში Tiger-ის ფინალურ განახლებას, Mac OS X 10.4.11-ს შეიძლება ყოველდღე ველოდოთ.

წყარო: MacRumors

Apple-მა გამოუშვა განახლებები iTunes და QuickTime-ისათვის

Apple-მა გამოუშვა მორიგი განახლებები iTunes (7.5) და QuickTime (7.3)-ისათვის Mac OS X და Microsoft Windows ოპერაციული სისტემებისათვის.

iTunes 7.5-ის განახლება აფართოებს iPhone-ის აქტივაციის შესაძლებლობებს, აგრეთვე გააჩნია ახალი თამაშის Phase-ის მხარდაჭერა, რომელიც შექმნილია სპეციალურად iPod nano დამკვრელისათვის (მესამე თაობის), iPod classic და iPod-ისათვის (მეხუთე თაობის). ამის გარდა, iTunes-ის ახალ ვერსიაში გასწორებულია რიგი უწესრიგობები, გაუმჯობესებულია საერთო სტაბილურობა და პროგრამის წარმადობა.

QuickTime 7.3 განახლება აღმოფხვრის უსაფრთხოების სისტემის უწესროგობებს, აქვს iTunes 7.5-ის მხარდაჭერა, iPhone-ისათვის web-შიგთავსის გამჯობესებული მხარდაჭერა, JavaScript-ის სცენარების უკეთესი მხარდაჭერა ვებ-მოდულში, აგრეთვე აღმოფხვრის ბევრ შეცდომას. განახლება რეკომენდირებულია QuickTime 7-ის ყველა მომხმარებლისათვის.

განახლების დაყენება შესაძლებელია Software Update-ით.

წყარო: Apple

უახლოეს დღეებში გამოჩნდება iPhone-ის განახლება

ვებ-საიტი T3.co.uk გვატყობინებს, რომ ტელეფონის ევროპული გაყიდვების პარარელურად Apple-ი გამოუშვებს მორიგ განახლებას – iPhone Software 1.1.2.

საიტის წყაროების თანახმად, ახალ განახლებაში გაჩნდება ათეულობით ენის და კლავიატურული განლაგების, აგრეთვე შრიფტების მხარდაჭერა, მათ შორის ევროპული ენების. ამის გარდა, ორი ენისათვის – ფრანგული და გერმანული – გაჩნდება ტექსტის შეტანის ავტომატური კორექციის საშუალება.

როგორც სჩანს, არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ახალი განახლების გამოშვებით Apple-მა უზრუნველყო უკვე არსებული განბლოკვის საშუალებების გათიშვა.

წყარო: t3.co.uk

.Mac-ის მუშაობაში ჯერ კიდევ შეინიშნება პრობლემები

მიუხედავად Apple-ის დიდი მცდელობისა, მომხმარებლები ჯერ კიდევ განიცდიან პრობლემებს .Mac-ის სერვისის მუშაობაში.

მიუხედავად იმისა, რომ კომპანიამ სერვისის გეგემიური განახლების სამუშაოები ჯერ კიდევ 19 ოქტომბერს დაიწყო, ბევრი მომხმარებელი ჯერ კიდევ ვერ ახერხებს სერვისით სარგებლობას კონტაქტების, კალენდრების და ა.შ. სინქრონიზაციის საკითხებში.

ყველაზე მეტ უკმაყოფილობას იწვევს .Mac-ის მუშაობა ევროპელ მომხმარებლებს შორის. კერძოდ, მრავალი მათგანი ჩივის გადაცემის დაბალ სიჩქარეზე – ზოგიერთი მომხმარებლის განცხადებით, ფოტოსურათების გადაცემის მაქსიმალური სიჩქარე შეადგენს მხოლოდ 70-80 კბიტ/წმ.

გასული თვის ბოლოს Apple-მა განაცხადა, რომ დღეიდან .Mac-ის ყველა სერვისით სრულფასოვნად სარგებლობისათვის საჭიროა Mac OS X 10.4.10 ან Leopard-ი.

წყარო: MacNN

Carphone Warehouse-ს იმედი აქვს iPhone-ის კარგ გაყიდვებზე

მობილური ტელეფონების უმცხვილესი დამოუკიდებელი გამყიდველი, სავაჭრო ქსელი Carphone Warehouse-ი ვარაუდობს დიდ ბრიტანეთში გაყიდოს 10 ათასი iPhone-ი ოფიციალური გაყიდვების პირველსავე დღეს. შეგახსენებთ, რომ გაყიდვების დაწყება დაგეგმილია 9 ნოემბერზე.

დიდ ბრიტანეთში iPhone-ი გაიყიდება Apple-ის ადგილობრივი პარტნიორის, მობილური კავშირგაბმულობის ოპერატორის O2-ის სალონებში, Apple-ის საცალო და ინტერნეტ-მარაზიებში, აგრეთვე, აშშ-ს ბაზრისგან განსხვავებით, ზოგიერთ დამოუკიდებელ საცალო ქსელში, მათ შორის – Carphone Warehouse-ში.

Carphone Warehouse-ს დიდ ბრიტანეთში გააჩნია 800 სავაჭრო წერტილი და მისი უსადენო ტექნოლოგიების განყოფილების ხელმძღვანელის დარენ გარდნერის (Darren Gardner) განცხადებით, იმედი აქვს დაიკავოს iPhone-ის გაყიდვების დიდი წილი.

დიდ ბრიტანეთში ტელეფონის ღირებულება იქნება £269.

წყარო: Reuters