Apple-მა ნება დართო Leopard Server-ის ვირტუალური მანქანებში გამოყენებაზე

Apple-მა რამდენადმე შეცვალა საკუთარი პოლიტიკა Mac OS X Server-ის ვირტუალურ მანქანაში გაშვებასთან დაკავშირებით.

ადრე Mac OS X Server-ის ლიცენზიაში ნათქვამი იყო, რომ Apple-ი არ იძლევა უფლებას ოს-ის რამდენიმე ეგზემპლარის ერთ მანქანაზე ერთდროულ გაშვებაზე. ეხლა ლიცენზიის ტექსტში წერია: „ეს ლიცენზია უფლებას გაძლევთ დააყენოთ და გამოიყენოთ Mac OS X Server-ის ერთი ასლი Apple-ის წარმოებულ ერთ კომპიუტერზე. აგრეთვე შეგიძლიათ დააყენოთ და გამოიყენოთ Mac OS X Server-ის დამატებითი ასლები ამავე კომპიუტერზე, მაგრამ თითოეულ ეგზემპლარზე უნდა შეიძინოთ Apple-ის დამატებითი ლიცენზია“.

სალიცენზიო პოლიტიკის ასეთი ცვლილება აუცილებლად გამოიწვევს უახლოეს ხანში ვირტუალიზაციის პროგრამებში Parallels და VMware ამ შესაძლებლობის დამატებას.

„Leopard Server-ის ვირტუალური მანქანაში გაშვების ტექნოლოგიის დახვეწას რამდენიმე ხანი დასჭირდება, ჩვენ მჭიდროდ ვთანამშრომლობთ Apple-თან ამ საკითხში და გადაწყვეტას შემოგთავაზებთ უახლეს ხანში “, – ამბობს Parallels-ის კორპორატიულ კავშირების დირექტორი ბენ რუდოლფი (Ben Rudolph).

„ჩვენ მივესალმებით Apple-ის გადაწყვეტილებას სალიცენზიო პოლიტიკის ცვლილების საკითხში. Apple-ის კლიენტებს შეეძლებათ გაუშვან Mac OS X, Linux, Windows და სხვა ოპერციული სისტემები ერთდროულად Apple-ის კომპიუტერებზე“, – განაცხადა VMware-ის უფროსმა მენეჯერმა პროდუქტების საკითხში პეტ ლიმ (Pat Lee).

უნდა აღინიშნოს, რომ თანახმად Leopard Server-ის ლიცენზიისა, ეს ოს-ი შეიძლება გაეშვას მხოლოდ ვირტუალურ მანქანაში, რომელიც Apple-ის კომპიუტერზე მუშაობს.

წყარო: TidBits