Apple-მა გამოუშვა iMac Software Update 1.2 (Tiger) და 1.3 (Leopard)

Apple-მა გამოუშვა პროგრამული უზრუნველყოფის განახლებები ალუმინის iMac-ისათვის, რომლებიც განკუთვნილია Mac OS X Tiger და Leopard-ისათვის.

კომპანიის განცხადებით, განახლებები აღმოფხვრიან კომპიუტერის მუშაობის შეცდომებს და რეკომენდირებულია ყველა ალუმინის Intel Core 2 Duo 2,0, 2,4 და 2,8 გჰც პროცესორებიან iMac-ზე დასაყენებლად.

ფაილების ანალიზმა უჩვენა, რომ ისინი შეიცავენ გრაფიკული ადაპტერის განახლებებს.

დამატებითი ინფორმაცია განახლებების შესახებ, აგრეთვე გადმოსაწერი ბმულები შეგიძიათ მიიღოთ Apple-ის ვებ-საიტიდან:

წყარო: Apple