სტივ ვოზნიაკი — მომავალის და iPhone-ის შესახებ

გთავაზობთ ინტერვიუს სტივ ვოზნიაკთან.

კითხვა: ეხლა, როდესაც ბრაუზერები იკავებენ გამოთვლითი პლათფორმის ადგილს, ოპერაციული სისტემები მეორე პლანზე გადადიან, ასე არ არის?

პასუხი: დიახ, მე მგონია, რომ თუ ჯერ არ დამდგარა ესეთი მომენტი, ჩვენ ზუსტად მაგისკენ მივდივართ. Apple-იც კი იყურება კომპიუტერების მომავალში იმ მომენტის შემდეგ, როდესაც ოპერაციული სისტემები დაკარგავენ აქტუალობას. Apple-მა უკვე გაიკაფა გზა მომხმარებლების სახლებისკენ, აგრეთვე გართობის სფეროსკენ. მან მიიღო უდიდესი უპირატესობა ამ სფეროებში. მას აქვს ოპერაციული სისტემა, აპარატურული და პროგრამული უზრუნვლეყოფა და ინტერნეტ-სერვისები, ყველაფერი ეს ერთად მუშაობს. Hewlett-Packard-ის მსგავს კომპანიებს შეუძლიათ შექმნან კომპიუტერი. მათ ყავთ მრავალი შესანიშნავი სპეციალისტი, მაგრამ ყველაფერი საბოლოოდ მაინც პროგრამულ უზურნველყოფამდე დადის და აი აქ ისინი შეზღუდულები არიან იმ ოპერაციული სისტემით, რომელსაც მათ სთავაზობს Microsoft-ი.

კითხვა: აქვს თუ არა სიტყვა „ინოვაციას“ ისეთივე მნიშვნელობა, როგორც 10 წლის წინ?

პასუხი: დიდი ხნის წინ, როდესაც ჩვენ ახალი გახსნილი გვქონდა კომპანია Apple-ი, ველაფრის თავი და თავი ერთი ადამიანი იყო. ერთ ადამიანს, სხვების დაუხმარებლად, შეეძლო გადაეწყვიტა ტექნიკური პრობლემები და აგრეთვე შეექმნა კიდევ რაიმე. ბევრი ნიჭიერი მარტოხელა სპეციალისტი არსებობდა. მათი მუშაობის შედეგად გაიზარდა ინოვაციების რაოდენობა. მაგრამ ეხლა ელექტრონიკის და ტექნოლოგიების სფეროში ყველაფერი ძალიან რთულადაა. ამასთან სხვადასხვა ადამიანებს სხვადასხვა ტიპის გამოცდილება გააჩნიათ. ამ თვალსაზრისით ინოვაციები შეიცვალა. ჩემი აზრით, ინოვაცია უცხო არაა ყოფიერების მრავალი. ინტერნეტის განვითარებამ მიგვიყვანა უამრავი ინოვაციური გადაწყვეტილებების წარმოშობასთან და სრულიად ახალი ტიპის ვებ-საიტების გახსნასთან. 10 ვერავინ ვერ წამოიდგენდა, რომ ინტერნეტი ასეთ გადამწყვეტ როლს ითამაშებდა ამ ყველაფერში.

კითხვა: რა შეგიძიათ გვითხრათ აპარატურულ უზრუნველყოფაზე?

პასუხი: რაც შეეხება ინოვაციებს აპარატურულ უზრუნველყოფაში… დღეისათვის ბაზარი იმდენად დიდია და ამ ბაზარზე იმდენად დიდი ფული ტრიალებს, რომ მასზე მუშაობა შეუძლიათ ძალიან ცოტას, ხოლო ისინი, ვინც რისკავენ და სურთ რაიმე ახალის შექმნა, საერთოდ სანთლით საძებარნი გახდნენ. კომპანია Apple-ი გამონაკლისია. დღეს ყველაფერი დადის ზომების შემცირებამდე. მაგალითად, შეგიძლიათ შეიძინოთ მედია-ბარათი ჩადგმული კამერით. ადამიანებს არ ესმით, რომ 4 გბაიტიანი ბარათი სინამდვილეში 4 ჩიპისგან შედგებაчто, რომლებიც ერთმანეთზე არიან მიერთებულნი. ან მაგალითად, iPhone-ი: როგორ გინდათ „დატენოთ“ საკრედიტო ბარათის ზომების მქონე მოწყობილობა ფუნქციონალობით?

კითხვა: რას შეცვლიდით iPhone-ში?

პასუხი: მე ვფიქრობ, რომ iPhone-ი უფრო დაემსგავსებოდა კომპიუტერს. ის გახსნილი უნდა იყოს, როგორც კომპიუტერი. ყველას უნდა შეეძლოს შექმნას თამაშები და პროგრამები. ხოლო ტელეფონის ფუნქციები გამოცალკავებული უნდა იყოს და დაცული.

კითხვა: ე.ი. თქვენ ემხრობით განბლოკვას და უცხო პროგრამების გამოყენებას?

პასუხი: ბიზნესის თვალსაზრისით, Apple-ს სრული უფლება აქვს იმაზე, რაც გააკეთა. მათ აქვთ უფლება დაბლოკონ. მაგრამ მე განმბლოკველების მხარეზე ვრჩები, რომლებიც ცდილობენ გახადონ iPhone-ი გახსნილი. ვისურვებდი რომ, iPhone-ი გახდეს გახსნილი უცხო პროგრამებისათვის. მე მსურს ჩავაყენო კარგი თამაშები. რატომ არ შემიძლია დავაყენო სასურველი ზარი, რომელიც მეთვითონ შევთხზე? რით შეუშლის ეს AT&T-ს? აი სტივ ჯობსი უგზავნის წერილებს ხმისჩამწერ სტუდიებს თხოვნით გაყიდონ დაუცველი მუსიკა, მაგრამ ის სრულიად განსხვავებულად იქცევა iPhone-ის შემთხვევაში. წარმოდგენა არა მაქვს, რამდენად მოქმედებს AT&T-ი მის გადაწყვეტილებებზე და იმ მიმართულების არჩევაზე, რომლისკენაც მიდის.

კითხვა: გყოფნით ერთი ტელეფონი?

პასუხი: მე მომწონს ტექნიკურ საკითხებში ექსპერტად ყოფნა და ადამიანებისათვის რჩევების მიცემა სხვადასხვა მოწყობილობების შესახებ, ამიტომ ვცდილობ მივყვე მოდას. მე მომწონს სხვადასხვა ფუნქციები სხვადასხვა ტელეფონებში. ზოგიერთ აპარატში მომწონს სტილი, მაგალითად, Bang & Olufsen. iPhone-ი უნდა გქონდეთ მხოლოდ იმისთვის, რომ ყველამ იცის თუ რა არის ეს. მე ძალიან მომწონს ჩემი პატარა BlackBerry Pearl, საკმაოდ ძლიერია თავის გაბარიტებთან შედარებით. ეს ძალიან კარგი სმართფონია, მაგრამ იგი არ ვარგა ინტერნეტში მუშაობისას. მე მომწონა RAZR, ვინაიდან მასში ხმის გადაცემის ფუნქცია უკეთესადაა რეალიზირებული, ვიდრე iPhone-ში.

კითხვა: თაჩ-ფუნქციის გარდა, როგორ შეიძება კიდევ შეიცვალოს ინტერფეისი?

პასუხი: არა მგონია, რომ ჰორიზონტზე შეიძლება გამოჩნდეს რაიმე რევოლუციური, თუმცა დანამდვილებით ვერ ვიტყვი. მე არ მეგონა, რომ iPhone-ი ასეთი სასიამოვნო აღმოჩნდებოდა. მე ძალიან გაკვირვებული ვიყავი. ვისურვებდი, რომ არსებობდეს პატარა კომპიუტერი კამერით, რომელიც მიცნობს და მე მის მართვას შევძლებდი ჟესტების მეშვეობით, ხოლო ის მიპასუხებდა. კომპიუტერის შექმნა, რომელიც გაიგებს ხმას და რითმს, ძალიან ძნელია.