Leopard-ში აღარ არის Sherlock-ი

Mac-კომპიუტერების მომხმარებლებმა, რომლებმაც დააყენეს ახალი ოპერაციული სისტემა Mac OS X 10.5 Leopard-ი, გვატყობინებენ, რომ მასში აღარ არის უტილიტა Sherlock-ი. უფრო მეტიც, Leopard-ის განახლების მეთოდით ინსტალაციისას (ანუ არსებულ სისტემაზე ზემოდან გადაწერის შემთხვევაში) ინსტალატორი შლის Sherlock-ს საქაღალდედან Applications, ხოლო Apple-ის ვებ-საიტიდან საერთოდ გაქრა ყოველგვარი მონაცემი მის შესახებ.

პირველად უტილიტა Sherlock-ი გამოჩნდა ჯერ კიდევ Mac OS-ის „კლასიკურ“ ვერსიებში 90-იანი წლების ბოლოს და შემდგომ Mac OS X-შიც გადმოვიდა.

დაწყებული უკვე Mac OS X 10.4 Tiger-იდან ოპერაციული სისტემის შემადგენლობაში შედის ახალი საძიებო სისტემა Spotlight-ი, რომელიც ხელმისაწვდომია ნებისმიერ დროს. ამის გარდა, Sherlock-ის ფუნქციების ნაწილი გადატანილია Dashboard-ის ვიჯეტებზე.