Leopard-ში ZFS ფაილურ სისტემასთან მუშაობა მოხდება ბრძანების სტრიქონიდან

სინგაპურულ გამოცემა Computerworld-თან ინტერვიუში Apple-ის წარმომადგენელმა ანუი ნაიარმა (Anuj Nayar) დაადასტურა, რომ Mac OS X Leopard-ში იქნება შეზღუდვა ZFS ფაილური სისტემის გამოყენებაზე. ნაიარის სიტყვებით, ZFS-თან მუშაობა მოხდება მხოლოდ ბრძანების სტრიქონის მეშვეობით და მხოლოდ წაკითხვის რეჟიმში (read-only).

Apple-ი განიხილავს ZFS-ს როგორც მონაცემთა შენახვის პოტენციურ სისტემას, თუმცა Leopard-ში ეს ფაილური სისტემა ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ წაკითხვისათვის და არ გახდება ძირითადი – Mac OS X-ის ახალი ვერსია კვლავ გამოიყენებს HFS+.

თუმცა საიტი Apple Insider-ს მოყავს ტესტერების სიტყვები, რომლებმაც მიიღეს ZFS-ის მხარდაჭერის ინსტრუმენტები. ისინი ამბობენ, რომ კომპანია სამომავლოდ აპირებს ახალი ფაილური სისტემის მხარდაჭერის გაფართოებას. მომავალში ZFS-ი აუცილებლად გახდება HFS+-ის მონაცვლე.

ZFS – 128-ბიტიანი ფაილური სისტემაა, შემუშავებულია Sun-ის მიერ, იგი შესაძლებლობას იძლევა დაამუშაოს პრაქტიკულად განუსაზღვრელი მოცულობის ტომები და გაზარდოს წარმადობა შეტანა-გამოტანის მექანიზმების ნაცვლად ობიექტური მოდელის გამოყენებით. ამის გარდა, ავტორების აზრით, ZFS-ში არასოდეს არ იკარგება მონაცემები – თითოეული ბლოკი დარჩება დაუზიანებელი ათასი ჩაშლის შემდეგაც კი.

წყარო: MacNN