Apple-მა გამოუშვა Leopard-ის პირველი განახლება

Apple-მა გამოუშვა Mac OS X Leopard-ის პირველი განახლება — Login & Keychain Update 1.0.

განახლება განკუთვნილია Mac OS X 10.5-ისათვის. თანხმლებ დოკუმენტაციაში ნათქვამია, რომ ეს განახლება უზრუნველყოფს მომხმარებლის იმ ანგარიშში შესვლისას პრობლემების მოგვარებას, რომლებიც შექმნილია Mac OS X 10.0—10.1-ში და პაროლის სიგრძე 8 სიმბოლოზე მეტია; ზოგიერთ უსადენო ქსელთან მიერთების პრობლემებს; მომხმარებელთა ანგარიშებში პაროლების შეცვლისას პრობლემებს.

განახლების Login & Keychain Update 1.0 გაყენება შესაძლებელია Software Update-ის საშუალებით.

წყარო: Apple

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *