არ მომკვდარა! მხოლოდ ჰოსტერი დაჰაკეს!

სალამი ხალხნო!

როგორც ალბათ შეამჩნიეთ, მთელი 12 დღის განმავლობაში არ მუშაობდა საიტი. თუ რამდენი ნერვი, ენერგია, ხმის ჩახლეჩა დაიხარჯა ჰოსტერთან ურთიერთობაში, აღარ ჩამოვთვლი. როგორც იქნა დღეს გაუშვეს!

ამთვის ბოლოს გადის კონტრაქს ვადა და გადავალ უკეთეს ადგილას! იმედია, მანამდე არ მოკლავენ საერთოდ იმ სერვერს, სადაც ეხლა ვართ.

საღამოდან განვაახლებ ახალი ამბების დამატებას.