პარასკევის ინსაიდერული განდაგანა

იმ დროს, როდესაც ფრანგები Hardmac.com-იდან თავისას აწვებიან და იძახიან რომ „ლეოპარდი“ ხვალე გამოვაო – მათი ოკეანისგადაღმა კოლეგები ჯგუფიდან Think Secret ფიქრობენ, რომ პრეზენტაცია თვის ბოლო კვირას მოხდება. მიკლედ რომ ვთქვათ, 10.26.2007-ში 10.5.2007-ის მაგივრად. სამწუხაროდ, არანაირი არგუმენტები ჯერ არ გამოთქმულა – ამის მაგივრად მიმომხილველები ოპერირებდნენ არგუმენტების სტანდარტული ნაკრებით: ბუნდოვანი გადაკრული ფრაზები ყველაფრისმცოდნე ინსაიდერების შესახებ, იმპროვიზირებული ამონარიდები ახალი სისტემის გამოშვებასთან დაკავშირებით და მცირედი ექსკურსი ისტორიაში – ოს-ის წინა ვერსია Mac OS X 10.4 გაყიდვაში გამოვადა 2005 წლის აპრილის ბოლო პარასკევს.

ოდნავ მეტია ცნობილი „ვეფხვის“ ბოლო განახლებაზე – სისტემა 10.4.11: ჯერ-ჯერობით პროგრამისტები ასწორებენ ბოლო ორ ანაწყობს 8S2159 (Intel) და 8S159 (PowerPC), რომლებშიც დღეისათვის გამოვლენილია მხოლოდ ორი პრობლემა – PowerPC-ვერსია სისტემებში თამაშები Civilization IV და The Sims 2 შეცდომებით ეშვება. MacTimes-ის ბოლოსიტყვაობა: „ლეოპარდის“ მოლოდინის მთელ ამ სიტუაციაში გვანუგეშებს მხოლოდ ორი რამ – პირველი, რელიზამდე მართლაც მცირე დრო დარჩა, მეორე, ამ საკითხს ჩვენ უკვე ხვალ გავიგებთ, ვინაიდან ხვალ პარასკევია. ვინ გარისკავს და ფსონს დადებს Hardmac.com-ის ვერსიაზე?