Zune-ის მეორე თაობის პრეზენტაცია

… ამასობაშ საიტებზე Engadget და Gizmodo კვლავ დაიწყეს საუბარი Microsoft Zune-ის მეორე თაობაზე – ქსელში აქტიურად მუსირებს ჭორები, რომ დღეს, სამშაბათს, რედმონდში მოხდება Zune-ის ახალი მოდელების პრეზენტაცია, რომელსაც პირადად დაესწრებიან ბილ გეიტსი და ჯეი ალარდი – Zune-ის პროექტის ხელმძღვანელი. პრეზენტაციის დეტალები უცნობია, თუმცა ქსელში გამოჟონილი სურათებიდან დასტურდება აგვისტოს ჭორები, რომ Microsoft-ი გამოუშვებს დამკვრელის ორ მოდელს, 4 და 8 გბაიტიანი მეხსიერებით (როგორც ჩანს ფერთა გამა იქნება ვარდისფერი და ყავისფერი) და შავი ფერის ახალ Zune-ს 80 გბაიტიანი ვინჩესტერით და ახალი ფორმ-ფაქტორით (უფრო ვიწრო და თხელი კორპუსი ახალი „კვადრატული“ ღილაკით, პლუს ღილაკების ახალი გაწყობა „ჩებურაშკას“ სტილში).