Skip to content

MyTube — YouTube-ი Dashboard-ისათვის

კომპანიამ Interdimension Media გამოუშვა ვიჯეტი MyTube Dashboard-ისათვის, რომელიც შესაძლებლობას იძლევა დავათვალიეროთ YouTube-ის ბიბლიოთეკა, მოვიძიოთ და გავუშვათ ვიდეორგოლები და მოვახდინოთ მათი ექსპორტი iPod-ში.

ვიჯეტი MyTube გვეხმარება YouTube-ის შიგთავსის სრულფასოვან მოძიებასა და ნახვაში უშუალოდ Dashboard-იდან, ვიდეო-რგოლების სრულეკრანიან რეჟიმში გაშვებაში, კლავიატურიდან გაშვების მართვაში, iTunes-ში ექსპორტში. ვიდეო-რგოლების გაშვებისას MyTube-ი ბლოკავს ეკრანმზოგის გაშვებას.

MyTube-ი ვრცელდება უფასოდ, თუმცა შიგთავსის ექსპორტისათვის უნდა გადაიხადოთ $2.

ჩამოტვირთვა შესაძლებელია ამ გვერდიდან.